„ლაგუნას გადასარჩენად”,- ამ სახელწოდებით „ქართუს” ოფისთან აქცია გაიმართება. ღონისძიება სოციალურ ქსელში დაანონსდა. აქციის მონაწილეები აპირებენ „ქართუს” შეახსენონ, რომ თბილისს „ლაგუნა ვერე” სჭრირდება.
„ლაგუნა ვერე წელს 40 წლის ხდება! აუზი რომელმაც ათასობით სპორტსმენი გაზარდა და რომელიც თბილისის ერთ-ერთი სიმბოლო იყო, ქართუ ჯგუფის მფლობელობაში მყოფი, 2013 წლის 30 დეკემბრის შემდეგ აღარ გახნილა. დაახლოებით 8000 იქ მოვარჟიშე ადამიანი და ასზე მეტი თანამშრომელი გარეთ დარჩა. მეხუთე წელია აუზი უფუნქციოდ არის და მომაკვდავივით შველას ითხოვს… ჩვენ შევიკრიბებით ქართუს ოფისთან, რათა გავახსენოთ მათ და მთლიანად საზოგადოებას რომ თბილისს სჭირდება ლაგუნა ვერე!”- აღნიშნულია „ფეისბუქში” გავრცელებული აქციის ანონსში.
აქცია 5 მაისს, 17 საათზე გაიმართება.