LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლაგოდეხში მცხოვრები 14 წლის მოზარდი, რომელსაც ოთხი დღე ეძებდნენ, სახლში დაბრუნდა

340
1

ლაგოდეხში მცხოვრები 14 წლის მოზარდი, რომელსაც ოთხი დღეა ეძებდნენ, სახლში დაბრუნდა.

გავრცელებული ინფორმაციით, გელა ჯიბღაშვილი სამარშუტო ტაქსით სოფელ თამარიანში, სახლში თავად დაბრუნდა.

მოზარდი ყვება, რომ თბილისში იმყოფებოდა, გზა აერია და სახლში დაბრუნებას ვერ ახერხებდა.

შეგახსენებთ, არასრულწლოვანის დაკარგვის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ბავშვის დედამ შეატყობინა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე, თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით მიმდინარეობდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები