ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში, მე-19 საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის ფარულობის სავარაუდო დარღვევის ფაქტებია ფიქსირდება.
რადიო თავისუფლების ინფორმაციით, უბანზე 5 წუთის ინტერვალით დაფიქსირდა სამი შემთხვევა, როცა საარჩევნო კაბინაში ერთდროულად 2 ამომრჩეველი იმყოფებოდა. საარჩევნო კომისიიდან, მედია მაუწყებლის ინფორმაციით, ამ ფაქტებზე რეაგირება არავის ჰქონია.
უბნის კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, ადგილობრივ ამომრჩეველთა უმეტესობამ არ იცის ქართულად წერა-კითხვა და დამხმარე პირი სჭირდება.
ფოტო: რადიო თავისუფლება