LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლაგოდეხში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

76

ლაგოდეხში 25 წლის მამაკაცი დაჭრეს. როგორც “ფორტუნას” შსს-ში განუცხადეს, მათთან შეტყობინება საავადმყოფოდან გვიან ღამით შევიდა.

გამოძიება 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

“ჩვენი თანამშრომლები ამ ეტაპზე სწავლობენ რა გარემოებებში მოხდა ეს დანაშაული”, – განაცხადეს შსს-ში.

ამ დროისთვის დაკავებული არავინაა.

მედიასაშუალებების მიერ ვრცელდება ინფორმაცია, რომ დანაშაული ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ერთ-ერთ ეკლესიასთან მოხდა. ახალგაზრდას ჭრილობები მუცლისა და გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული. მას გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია ლაგოდეხის საავადმყოფოში ჩაუტარდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები