ლაგოდეხის ნაკრძალში გერმანელი ტურისტი გააუპატიურეს. არსებული ინფორმაციით ნაკრძალში ქალბატონი ქმართან ერთად იმყოფებოდა.
შსს-ს ცნობით, ფაქტზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა.
საქმეზე გამოძება 137-ე მუხლით პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გაუპატიურებას, ესე იგი, პირის სხეულში ნებისმიერი ფორმით სექსუალური ხასიათის შეღწევას გულისხმობს სხეულის ნებისმიერი ნაწილის ან ნებისმიერი საგნის გამოყენებით, ჩადენილს ძალადობით, ძალადობის მუქარით ან დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით.