„საქართველოს ბანკი“ რეგიონში ბიზნესების მხარდაჭერის მიზნით პროექტების მხარდაჭერას განაგრძობს. ამჯერად, ბანკის ჩართულობით ლაგოდეხში ოთხსართულიანი სასტუმრო „გალილეო“ გაიხსნა, რომელიც წარმატებით ოპერირებს.
12 ნომრიან სასტუმროს ერთდროულად 40 სტუმრის მიღება შეუძლია, რომელსაც ორ, სამ და ოთხ ადგილიან, კეთილმოწყობილ ნომრებს სთავაზობს. სასტუმრო დაცული ტერიტორიების მოსაზღვრედ მდებარეობს, რაც იქ მისულ დამსვენებელს აძლევს შესაძლებლობას, ფეხით ეწვიოს ლაგოდეხის ნაკრძალს და სასიამოვნოდ გაატაროს დრო ტყეში.
„მოხარული ვართ, რომ გვერდით გვიდგას ისეთი ერთგული გულშემატკივარი, როგორიც საქართველოს ბანკია. სწორედ ბანკის მხარდაჭერით წარმატებით ვიღებთ ვიზიტორებს და უკვე გაფართოებასაც ვგეგმავთ. ახალი სასტუმროს მშენებლობისთვის მიწაც შეძენილი გვაქვს. ამ ეტაპზე მოსულ სტუმრებს ვთავაზობთ ღია საცურაო აუზებს, როგორც ზრდასრულებისთვის, ასევე არასრულწლოვნებისთვის, ასევე გემრიელ სამზარეულოს და ცოცხალ მუსიკას. სასტუმროს აქვს ლამაზი ვერანდა,“- განაცხადა სასტუმრო „გალილეოს“ დირექტორმა, თემური ტეფნაძემ.