ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე 5 მლნ ლარიანი პროექტი განხორციელდება, რომელიც 3 წლიანი იქნება. პროექტის ფარგლებში იგეგმება არსებული ბილიკების განახლება, მათ შორისაა: შავი კლდეების ტბის, როჭოს ჩანჩქერის და მაჭის ციხის ბილიკები. ბილიკებზე განთავსდება ფანჩატურები, სველი წერტილები. შავი კლდეების ტბის მარშრუტზე კი, კიდევ ერთი კოტეჯი აშენდება.
როგორც „ბიზნესპარტნიორს“ ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის დირექტორმა გიორგი სულამანიძემ განუცხადა, შავი კლდეების ტბის მარშრუტზე, ამ ეტაპზე, 2 ტურისტული თავშესაფარია. პირველი ღამისთევის ადგილზე „მეტეო“ და მეორე ღამისთევის ადგილე „დემიდოვის ბინა“.
როგორც გიორგი სულამანიძე აღნიშნავს, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ტურისტული ინფრასტრუქტურის ბუმია. პანდემიის დროს, აქ 10-მდე ახალი, სხვადასხვა ტურისტული ობიექტი მოეწყო.
ფოტო: vakho Nozadze – Tsereteli