LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიაზე განახლებული ვიზიტორთა ცენტრი და სასტუმრო გაიხსნა

264

ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიაზე ვიზიტორთა განახლებული ცენტრი მოეწყო. მიმდებარედ განთავსდა შვიდი სხვადასხვა ტიპის ნომრიიანი სასტუმროც. სასტუმროში შშმ პირებისთვის ადაპტირებული ნომერია გათვალისწინებული.

შენობაში მოეწყო ღია და დახურული კაფეები, ვიზიტორთა ცენტრთან კი საპიკნიკე ადგილი გამოიყო.

სამშენებლო სამუშაოები „ფონდი ქართუს“ და „კავკასიის ბუნების ფონდის“ (CNF) დაფინანსებით განხორციელდა. სასტუმრო 15 წლიანი იჯარით გაიცა, რომლის სამშენებლო სამუშაოებზე 350 000 ლარამდე დაიხარჯა.

მიმდინარე პროექტში ადგილობრივი მოსახლეობა იყო დასაქმებული. ვიზიტორთა ცენტრის გახსნას დაცული ტერიტორიების სააგენტოს ხელმძღვანელი ლაშა მოისწრაფიშვილი დაესწრო

ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალზე განახლებული ვიზიტორთა ცენტრი და სასტუმო გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა, „ფონდი ქართუს“ ხელმძღვანელმა ნიკოლოზ ჩხეტიანმა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს ხელმძღვანელმა ლაშა მოისწრაფიშვილმა დაათვალიერეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები