25 წლის მოჭიდავე, ლადო ხინჩეგაშვილი, რომელმაც რიოს ოლიმპიადაზე საქართველოს ოქროს მედალი მოუტანა და ის, პირდაპირი მნიშვნელობით, კბილით მოსინჯა კიდეც, ძალიან პოპულარულია. განსაკუთრებული სიმპათიით ქალების მხრიდან სარგებლობს.
სპორტსმენი რადიო „ფორტუნამ“ ჩაწერა.
როგორია პოპულარობა? ცოტა თავში ხომ არ აგივარდა?
ლადო ხინჩეგაშვილი:
განდიდების მანია ნამდვილად არ შემყრია. პოპულარობა სასიამოვნოა, ხალხი გცნობს, მოდიან, საკუთარ ემოციებს გამოხატავენ, გვასიამოვნე, დიდი მადლობაო. მეორე მხრივ, როგორც სპორტსმენისთვის, ჩემთვის დიდი სტიმულის მომცემია, რომ გავაგრძელო კარიერა და მივაღწიო უფრო მეტს, რაც აქამდე მიმიღწევია. ხალხს უხარია, რომ ჩვენი ქვეყნის სახელი საზღვარებს გარეთ გავიტანე…
როცა კვარცხბეკზე ვიდექი, გახარებული და ბედნიერი ვიყავი. ეს იყო ჩემთვის, როგორც კარიერული, ისე ცხოვრებისეული უდიდესი მიზანი.
როცა შეხვედრას იგებ, იმ მომენტში ვერ აღიქვამ, როცა კვარცხბეკზე ადიხარ, დამშვიდებული ხარ, ხვდები, რომ გაიმარჯვე. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი დგება ფეხზე, შენს დროშას პატივს სცემენ და ჰიმნს უსმენენ. ეს არის ძალიან სასიამოვნო. აღიქვამ, რა დიდი საქმე გააკეთე არა მხოლოდ შენთვის, არამედ ქვეყნისთვისაც. იხილეთ სრულად