LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლადო ბოჟაძე ოპოზიციას: „დაანებონ თავი ჩვენი ქვეყნის მტრობას, თუ ასე სიამოვნებთ გააგრძელონ “ქართული ოცნების” მტრობა, მათი მტრობის არავის არ ეშინია“

64
imedinews-1

„დაანებონ თავი ჩვენი ქვეყნის მტრობას, გააგრძელონ, თუ ასე სიამოვნებთ “ქართული ოცნების” მტრობა, მათი მტრობის არავის არ ეშინია,“ – ამ სიტყვებით მიმართა „ქართული ოცნების“ წევრმა ლადო ბოჟაძემ რადიო „ფორტუნას“ ეთერში ოპოზიციას.

როგორც ბოჟაძემ აღნიშნა, ოპოზიციისგან მუდმივად ისმის ცრუ ბრალდებები, საზოგადოებამ კი თავად უნდა შეაფასოს, რამდენად მომზადებული და ორგანიზებული იყო ოპოზიცია დღევანდელი პლენარული სხდომისთვის.

„დღეს ნამდვილად საინტერესო დღე იყო საპარლამენტო ცხოვრებაში.

დილიდან პარლამენტში მოწვეული იყო საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელმაც დეტალურად ისაუბრა, თუ რა ეტაპზე ვიმყოფებით ახლა კანდიდატის სტატუსის მოპოვების პროცესში.

ჩვენ გვაქვს დადებითი მოლოდინი იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს, ისევე როგორც უკრაინა და მოლდოვა.

ასევე ჩვენ მოვისმინეთ პრემიერ-მინისტრის საკმაოდ საინტერესო მოხსენება ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.

იმ კითხვებთან დაკავშირებით, რაც ჰქონდა ოპოზიციას,” – აღნიშნა ბოჟაძემ.

ლადო ბოჟაძემ „ფორტუნას“ ეთერში შეაფასა ოპოზიციის კითხვები და განცხადებები, რაც დღეს პარლამენტში გაკეთდა და აღნიშნა:

„საზოგადოებამ თავად შეაფასოს რამდენად მომზადებული ან ორგანიზებული იყო ოპოზიცია ან რა წინადადებები წამოაყენა ოპოზიციამ იმასთან დაკავშირებით, რომ მეტი ნაბიჯები გადავდგათ უკრაინის მხარდასაჭერად.

ეს არის ცრუ ბრალდებები, რაც ჩვენ არაერთხელ მოვისმინეთ, მათ შორის, საკუთარი ქვეყნის მოქალაქეებისგან, აღარაფერს ვამბობ უკრაინაში სხვადასხვა თანამდებობის პირებზე, რომლებიც დღემდე არიან დაკავებულები ტყუილის და სიცრუის ტირაჟირებით.

რაც შეეხება სამხედრო დახმარებას, რასაც უკრაინას უწევენ ქვეყნები, ესენი არიან ნატოს წევრი ქვეყნები, რომლებმაც ძალიან კარგად იციან, რომ რუსეთი მათზე თავდასხმას ვერ გაბედავს, განსხვავებით საქართველოსგან.

თუ ვინმე არის ახლოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში ვართ ჩვენ. იცით თქვენ, რომ არა რუსეთ-უკრაინის ომი და ის შანსი, რომ ახლა მიგვემართა კანდიდატის სტატუსის მოპოვებისთვის, ჩვენ ისედაც ვაპირებდით, რომ 2024 წელს მსჯელობა დაეწყო ევროკავშირს ჩვენთვის კანდიდატის სტატუსის მოპოვებაზე.

ყველა არგუმენტი, რომელიც ოპოზიციის მხრიდან მოვისმინეთ იყო სრულიად უსაფუძვლო.

პრემიერმაც აღნიშნა, და ასევე პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ, რომ ყველა ჩასვლა ოპოზიციონერი დეპუტატების ბრიუსელში, სტრასბურგში თუ სხვა პარტნიორ ქალაქებში არის მიმართული არა „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ, არამედ, სამწუხაროდ, საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ.

სამწუხაროდ, “ნაციონალური მოძრაობა” და ცალკეული ოპოზიციური პარტიები დაკავებულები არიან საქართველოს დისკრედიტაციით, საქართველოს წინააღმდეგ აკეთებენ განცხადებებს და არა საქართველოს სასარგებლოდ.

სხვა არის „ქართულ ოცნებასთან“ ოპონირება, არავის მათი ოპონირების არ ეშინია.

ოპოზიციასთან დებატებს და დაპირისპირებას არავინ არ გაურბის, პირიქით ჩვენ მზად ვართ.

მაგრამ ერთადერთი თხოვნა, გვაქვს რომ ქვეყნისთვის ამ რთულ პერიოდში, ვგულისხმობ მოლოდინს ევროკავშირისგან დადებითი პასუხის, ის გამოწვევები, რაც ეკონომიკურად სოციალურად, უსაფრთხოებასთან დაკავშირებით სწორედ რუსეთ-უკრაინის ომიდან გამომდინარე აქვს ჩვენს ქვეყანას, დაანებონ თავი ჩვენი ქვეყნის მტრობას, გააგრძელონ, თუ ასე სიამოვნებთ ქართული ოცნების მტრობა, მათი მტრობის არავის არ ეშინია,“ – აღნიშნა ლადო ბოჟაძემ რადიო „ფორტუნას“ ეთერში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები