რუსული მარკის Lada-ს მოდელები 2016 წლის შედეგებით ევროპაში ყველაზე გაყიდვადი ავტომობილების რეიტინგში მეცხრამეტე პოზიციაზეა. Focus2Move-ის მონაცემებით, გასული 12 თვის განმავლობაში ევროპის ქვეყნებში, მათ შორის რუსეთში, უკრაინაში, თურქეთსა და დსთ-ს ქვეყნებში 274 903 ლადა გაიყიდა, რაც 0,3%-ით ნაკლებია, ვიდრე 2015 წელს.
სულ სიაში, რომელიც Focus2Move-მ შეადგინა, 30 საავტომობილო ბრენდია.
უშუალოდ ”ლადას” წინ 2016 წლის შედეგებით კომპანია Volvo დგას, ავტომწარმოებელმა გაყიდული 303 200 ავტომობილით მეთვრამეტე ადგილი დაიკავა. მეოცე პოზიციას ლადას შემდეგ გაყიდული 263 194 ავტომობილით Mazda იკავებს.
2016 წლის ყველაზე პოპულარული ევროპული ავტობრენდების ათეული ასეთია:
- Volkswagen – 2 221 749 გაყიდული ავტომობილით
- Renault – 1 615 524 გაყიდული ავტომობილით
- Ford – 1461 782 გაყიდული ავტომობილით
- Opel – 1144 075 გაყიდული ავტომობილით
- Peugeot – 1092 427 გაყიდული ავტომობილით
- Mercedes-Benz – 1059 199 გაყიდული ავტომობილით
- Fiat 1 025 369 – გაყიდული ავტომობილით
- BMW 878 450 – გაყიდული ავტომობილით
- Audi 878 347 – გაყიდული ავტომობილით
- Toyota 801939 – გაყიდული ავტომობილით