LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

LACOSTE-ს ახალი არომატი უკვე საქართველოშია

untitled

LACOSTE-ის ბრენდი 1933 წელს წარმატებულმა ფრანგმა ჩოგბურთელმა, რენე ლაკოსტიმ დაარსა, გამოიგონა რა მსოფლიოში პირველი პოლოს მაისური  – კომფორტული, მაღალი ხარისხის მაისური ჩოგბურთის  მოთამაშეებისთვის. ძალიან მალე პოლოს მაისურმა საყოველთაო აღიარება მოიპოვა და დღეს LACOSTE მთელს მსოფლიოში  ცნობილი  ბრენდია,  რომელიც  მომხმარებელს  სთავაზობს  არა  მხოლოდ სპორტულ სამოსს და ტანსაცმლის ხაზს, არამედ სხვადასხვა აქსესუარებს, ფეხსაცმელს და რა თქმა უნდა, სუნამოებს.

LACOSTE-ის  ბრენდი  დღემდე  იცავს  დამფუძნებლის  მიერ  დამკვიდრებულ ფასეულობებს  –  ხარისხს და ნოვატორულ იდეებს, შეზავებულს უბრალოებასა და ბუნებრივ ელეგანტურობასთან.

ბრენდმა პირველი სუნამო – “Eau de Sport” 1968 წელს გამოუშვა. დღესდღეისობით  LACOSTE-ის არომატები ორ ძირითად ჯგუფად იყოფა:  EAU DE LACOSTE L.12.12 და ე.წ. CROC.

EAU  DE  LACOSTE  L.12.12  აერთიანებს ახალგაზრდულ  არომატებს,  რომელთა შთაგონების წყაროა LACOSTE-ის პოლოს მაისური და პლისირებული ქვედაბოლო, ეს არომატებია:  Eau de Lacoste L.12.12 Blanc  Pour Homme, Eau de Lacoste L.12.12 Magnetic Pour Lui, Eau de Lacoste L.12.12 Eau Fraiche Pour, Eau de Lacoste L.12.12 Pour Elle Sparkling, Eau de Lacoste L.12.12 Pour Elle Ellegant, Eau de Lacoste L.12.12 Pour Elle Natural, Eau de Lacoste L.12.12 Pour Elle Magnetic, Eau de Lacoste L.12.12 Pour Elle Eau Fraiche.

CROC  აერთიანებს  არომატებს  ახალგაზრდა  პროფესიონალებისთვის, რომელთა ინსპირაციის წყაროა თავად ბრენდის სიმბოლო  –  ნიანგი, ეს არომატებია Lacoste Pour Femme, Lacoste Poure Femme Legere, Lacoste Pour Femme Intense, L’Homme Lacoste. 2003 წელს  ბრენდმა  პირველად  წარუდგინა  მომხმარებელს  დღეისათვის ძალიან პოპულარული  სუნამო  –  Lacoste  Pour  Femme,  2017  წელს  გამოვიდა  მისი  მეწყვილე არომატი  მამაკაცისთვის  –  L’Homme  Lacoste,  1  წლის  მოგვიანებით  კი  Lacoste Poure Femme  -ის  ინტენსიური  ვერსია  შესთავაზა  ბრენდმა  მომხამრებელს  –  Lacoste Pour Femme Intense.

https://www.youtube.com/watch?v=hh4zfWWTP60

L’HOMME LACOSTE  INTENSE

ამჟამად  LACOSTE-ის  ბრენდი  წარმოგვიდგენს  მამაკაცის  ახალ  არომატს  CROC-ის ჯგუფიდან,  სუნამო  L’HOMME LACOSTE-ის  ინტენსიურ  ვერსიას  –  L’HOMME  LACOSTE INTENSE-ს. ელეგანტურობა, სამართლიანი თამაში და შეუპოვრობა, ეს არის LACOSTE-ის მამაკაცის  საიდუმლო და რაც მთავარია, სტილი და ელეგანტურობა.  შეუპოვრობა და სითამამე წარმოადგენს მისი წარმატებისა და ქარიზმის მთავარ გასაღებს, ამ მამაკაცის გამორჩეული და მაცდური ძალის წყაროს.

L’Homme LACOSTE Intense შექმნილია დახელოვნებული პარფიუმერის მიშელ ჟირარდის მიერ,  მას  ეკუთვნის  აგრეთვე  კლასიკური  ვერსიის,  L’Homme  Lacoste-ის  არომატის შექმნაც.  ახალი  სუნამო  ინარჩუნებს  კლასიკურ  არომატში  წარმოდგენილ  ხილის, სანელებლებისა და ტყის უნიკალურ  ნაზავს, რომელსაც კიდევ უფრო გამოკვეთს და ახანგრძლივებს ვეტივერიასა და ციპრიოლის ნოტები.

მკვეთრი და გამოხატული   ზედა ნოტები აერთიანებს საუცხოო კომშისა და რევანდის სურნელს, რომელსაც აძლიერებს მანდარინისა და ფორთოხლის პიკანტურობა. სუნამოს გულში სუნელების ერთობლიობა ქმნის ინტენსიურ და ენერგეტიკულ კოქტეილს: წინ მოდის  ძლიერი  შავი  წიწაკა, ჯანჯაფილი და  ჟასმინი,  რომელსაც  ოდნავ  არბილებს ნუშის სუნის ნაზავი. აქ ჩანს მთელი ის ძალა და ენერგიულობა, რომელიც ახასიათებს ბრენდის სიმბოლოს – ნიანგს. ძირითადი  ნოტები  გამოხატავს  ძალაუფლებასა  და  მამაკაცურობას.  კედარისა და აკიგალას ხის დომინანტური სურნელი  ერწყმის  ქარვასა და ვანილს.  ვეტივერიასა და ციპრიოლის ფესვები დამატებით  ინტენსივობას და  მომნუსხველობას  სძენს, რაც  ასე უნიკალურს ხდის სუნამოს, L’Homme LACOSTE Intense-ს.

სუნამოს ბოთლი, მისი  კლასიკური ვერსიის  –  L’Homme Lacoste-ის ფორმას იმეორებს, თუმცა  ამჯერად  სუნამო  წარმოდგენილია  გლუვ,  მუქი  ლურჯი  ფერის  ფლაკონით, რომელიც ხაზს უსვამს მასში არსებული სუნამოს სიძლიერეს.

L’Homme LACOSTE Intense–ის არომატი წარმოდგენილია 50 მლ  და 100 მლ ფლაკონებში, შხაპის გელი – 150 მლ. ახალი სუნამო უკვე საქართველოშია და ის ”ვულე-ვუს” მაღაზიათა ქსელში იყიდება.

 

 

R

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები