ლა ლიგა 2018-19 წლების სეზონიდან ვიდეოგამეორების სისტემას დანერგავს. ამის შესახებ ცნობა ოფიციალურად დაადასტურა ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ.
2018-19 წლების სეზონიდან მსაჯებს უფლება ექნებათ ვიდეოასისტენტის დახმარებით ისარგებლონ იმ შემთხვევაში, თუ საქმე გოლის ჩათვლას, პენალტის დანიშვნას ან ფეხბურთელის გაძევებას შეეხება.
უახლოეს ხანებში ესპანეთში ვიდეორეფერის სისტემის ტესტირება დაიწყება.
ვიდეოგამეორების სისტემა უკვე გამიყენება ბუნდესლიგასა და სერია ა-ში.