LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ლა ლა ლენდის“ რეჟისორის ახალ ფილმში ბრედ პიტი და ემა სთოუნი ითამაშებენ

221
pit-stone

ცნობილი ხდება, რომ „ოსკაროსანი“ რეჟისორი დამიან შაზელი ახალ ფილმზე მუშაობს. „ბაბილონი“, ასე ერქმევა ახალ კინოსურათს, სადაც მთავარ როლებს ბრედ პიტი და ემა სთოუნი შეასრულებენ. ემასთვის შაზელთან თანაშრომლობა ძალიან წარმატებული გამოდგა, მან „ლა ლა ლენდში“ შესრულებული როლისთვის „ოსკარი“ მიიღო. ამდენად ახალი პროექტი ორმაგად საინტერესო უნდა გამოვიდეს.

თავად ფილმის შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი, სავარაუდოდ ის საკმაოდ მაღალბიუჯეტიანი პროექტია, რომელიც რეალურ და გამოგონილ ფაქტებზე იქნება აგებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები