LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ლა ლა ლენდი“ ლონდონის კრიტიკოსების რჩეულია

100

დიდი ბრიტანეთის დედაქალაქში ლონდონის კინოკრიტიკოსთა რჩეული ფილმები და მსახიობები გამოვლინდა. „წლის ფილმად“ „ლა ლა ლენდი“ დასახელდა, „წლის მსახიობი ქალის“ წოდება იზაბელ იუპერმა („მომავალი“), ხოლო „წლის მსახიობი მამაკაცის“ ტიტული კეისი აფლეკმა („მანჩესტერი ზღვასთან“) მოიპოვა. იუპერი ასევე სპეციალური პრიზის მფლობელიც გახდა.

საუკეთესო რეჟისორილასლო ნემეში („საულის შვილი“) გახდა. პრემია „საუკეთესო მეორეხარისხოვანი მსახიობი ქალისა და მამაკაცისთვის“ კი მაჰერშალა ალიმ („მთვარის შუქი“) და ნაომი უოტსმა („მთვარის შუქი“) მიიღეს.

წლის საუკეთესო ბრიტანელი/ირლანდიელი მსახიობი მამაკაცი“ ენდრიუ გარფილდი გახდა ფილმებით „სინდისის ქენჯნა“ და „სიჩუმე“. ქალის ანალოგიურ ნომინაციაში კი ქეით ბეკინსეილმა („სიყვარული და მეგობრობა“) გაიმარჯვა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები