LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კვლევით დადასტურდა, რომ მძღოლებს მართვის დამხმარე სისტემების არ სჯერათ

49
cadillac

ტექნოლოგიები ვითარდება და ავტომობილის მართვის პროცესში მძღოლის ჩართულობა სულ უფრო და უფრო ნაკლებადაა საჭირო, თუმცა მიუხედავად ამისა, თავად მძღოლები არ არიან მზად, რომ ტექნიკის ნებას მიენდონ. ამერიკის საგზაო უსაფრთხოების სადაზღვევო ინსტიტუტის სპეციალისტებმა (IIHS) დაადგინეს, რომ ხალხს ავტომობილის კონტროლი თავად სურს და მხოლოდ კონსერვატიული დახმარების მისაღებადაა მზად.

ექსპერტებმა მძღოლის დამხმარე ასისტენტებთან დაკავშირებით ათასობით ავტომფლობელი გამოჰკითხეს და მათი აზრი ისეთ ტექნოლოგიებთან დაკავშირებით გაიგეს, როგორიცაა – ხაზში გაჩერების სისტემა, ავტომატური გადაჯგუფება და საჭესთან მჯდომი ადამიანის მდგომარეობის მონიტორინგი. აღმოჩნდა, რომ უმრავლესობას ისეთი ასისტენტები მოსწონს, რომლებიც ავტომობილის მეტად გაკონტროლების საშუალებას იძლევა.

კვლევის ავტორებმა დააზუსტეს, რომ ხალხს მანქანის მართვის პროცესში ჩართულობა მოსწონს. ამიტომ ავტოპილოტის მანევრებს ბოლომდე ვერ და არც ენდობიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები