LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„კვლევის შედეგებით, საქართველოში სიღარიბის მაჩვენებელი 2012 წლიდან დღემდე განახევრებულია“ – იონათამიშვილი

62
რატი იონათამიშვილი

უმრავლესობის დეპუტატი, რატი იონათამიშვილი აცხადებს, რომ მსოფლიო ბანკის ახალი ანგარიშის მიხედვით, საქართველოში სიღარიბის მაჩვენებელი განახევრებულია.

ამის შესახებ პარლამენტის წევრმა პლენარულ სხდომაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამავე მონაცემით, სხვადასხვა პარამეტრი ისტორიულ მინიმუმამდეა შეფასებული:

“მინდა, პოზიტიური ინფორმაციით დავიწყო. სულ ახლახან, იცით, რომ მსოფლიო ბანკის ანგარიში გამოქვეყნდა სიღარიბის პარამეტრების კვლევასთან დაკავშირებით. ამ კვლევის შედეგებით სიღარიბის მაჩვენებელი საქართველოში 2012 წლიდან დღემდე არის განახევრებული და არა ერთი პარამეტრი ბოლო პერიოდში კიდევ უფრო მეტად, ისტორიულ მინიმუმამდეა შეფასებული”, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

მისივე განცხადებით, მსოფლიო ბანკის ანგარიში აჩვენებს, რომ საქართველოს მთავრობა სიღარიბის დასაძლევად ყველაფერს აკეთებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები