LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კვლევის შედეგები: ეკონომიკურ პრობლემებთან ერთად, საქართველოს მოსახლეობას ახლა უკვე პანდემიაც აწუხებს

79
Croazia-conseguenze-economiche-da-Covid-19

ამჯერად, ეკონომიკური პრობლემები ის ერთადერთი აღარ არის, რაც საქართველოს მოსახლეობას ყველაზე მეტად აწუხებს – მას უკვე პანდემიაც დაემატა.

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა და CRRC-საქართველოს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის შედეგებით, გამოკითხული მოსახლეობის 72 პროცენტს  ყველაზე მეტად კვლავ ეკონომიკური პრობლემები აწუხებს, 16 პროცენტს კი – კორონავირუსი.

უმუშევრობა საქართველოში კვლავ ყველაზე დიდ პრობლემად სახელდება - NDI

გამოკითხული მოსახლეობის მხოლოდ მეოთხედი ამბობს, რომ 2016 წელთან შედარებით ეკონომიკურად უკეთესად არის

ახალი კვლევა, წინა წლების მსგავსად, ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობით უკმაყოფილებას აჩვენებს. მოსახლეობის დაახლოებით მეოთხედი ამბობს, რომ უმუშევარია, რაც 2020 წლის აგვისტოს კვლევის შედეგებს ემთხვევა. მაშინ ეს მაჩვენებელი შვიდი პროცენტით გაიზარდა, რაც, სავარაუდოდ, კორონავირუსის ეკონომიკურ გავლენას უკავშირდება.

„უკვე წლებია, ჩვენი კვლევები აჩვენებს, რომ მოსახლეობა წამყვან ეროვნულ პრობლემებთან მიმართებაში, როგორებიცაა: უმუშევრობა, სიღარიბე და ინფლაცია, პროგრესს ვერ ხედავს. ისინი ცხადად გამოხატავენ სურვილს, რომ მათ მიერ არჩეულმა წარმომადგენლებმა ამ პრობლემების მოგვარებაზე ერთად იზრუნონ“, – აცხადებს NDI საქართველოს ოფისის დირექტორი ალან გილამმა.

ცნობისთვის, ორგანიზაციამ საველე სამუშაოები გასული წლის 17-24 დეკემბერის პერიოდში ჩაატარა. ჯამში კვლევა 2053 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. კვლევისას რესპონდენტები მარტივი შემთხვევითი შერჩევის გზით – შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები