LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კვლევამ აჩვენა, რომ სტრესმა შესაძლოა ადამიანი ერთ დღეში გააჭაღარავოს

287
-110608737-gettyimages-685775384

ჰარვარდის მეცნიერთა გუნდმა უახლესი კვლევა წარმოადგინა, რომელიც სტრესისა და თმის გათეთრების ურთიერთკავშირზე ყვება. კვლევა აჩვენებს, რომ ძლიერმა სტრესმა შესაძლოა ადამიანი ერთ დღეში გააჭაღარავოს: „ყველას აქვს თავისი ისტორია, როგორ მოქმედებს სტრესი სხეულზე, თმასა და კანზე. ჩვენ ვცადეთ გაგვერკვია, არის თუ არა კავშირი თმის გაჭაღარავებასა და სტრესს შორის. თმის პიგმენტაცია კვლევისთვის კარგი შანსია“,  – ამბობს კვლევის ერთ-ერთი ავტორი იაჩი სუ.

ცნობილია, რომ სტრესის დროს ორგანიზმში კორტიზოლის ჰორმონი იმატებს და ეს თმაზეც დიდ გავლენას ახდენს. აღმოჩნდა, რომ სტრესის შედეგად კორტიზოლზე მეტად თმის ღერებში არსებული ფოლიკულები ზიანდება და ეს გამოფიტვას იწვევს. ეს ფოლიკულები სტრესის დროს აქტიურდებიან, პიგმენტაციას იწყებენ და თეთრ შეფერილობას იღებენ. ამავე დროს ყველა ამბობს, რომ სტრრსი ცენტრალური ნერვული სისტემიდან ნორეპინეფრინსა და ნეირონებს გამოიმუშავებს. ეს ჰორმონები უჯრედების მასიურ მიგრაციას უწყობს ხელს და ფოლიკულების გამოფიტვა იწყება. კვლევა ქვეწარმავლებზე ჩაატარეს, სადაც ძლიერმა სტრესმა გაჭაღარავება ფაქტობრივად ერთ დღეში გამოიწვია.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები