LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კვლევა: საქართველო ევროპაში ყველაზე ჰომოფობიური ქვეყანაა

263
6-George-Gogua-17-May-2013-IDAHOT

„საერთაშორისო სოციალური კვლევის პროგრამის“  ISSP-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგების თანახმად, საქართველო ევროპაში ყველაზე ჰომოფობიური ქვეყანაა.

ISSP-მა კვლევა 33 ქვეყანაში, ძირითადად ევროპაში ჩაატარა. მათ რესპონდენტებს ჰკითხეს – არის თუ არა არასწორი სქესობრივი კავშირი ერთი სქესის ორ ზრდასრულ ადამიანს შორის.

საქართველოში გამოკითხულთა 84%-მა პროცენტმა თქვა, რომ ეს ყოველთვის არასწორია.

 

 

ამ მაჩვენებლით, საქართველო ქვეყნების სიის სათავეშია. მას 80%-ით თან მოსდევს თურქეთი, 78%-ით ფილიპინები და 69%-ით კი რუსეთი. აღსანიშნავია ისიც, რომ გამოკითხვა აზერბაიჯანსა და სომხეთში არ ჩატარებულა.

უნგრეთში, რომელსაც ევროკავშირი ჰომოფობიური კანონმდებლობის მიღების გამო მწვავედ აკრიტიკებს, გამოკითხულთა 45%-მა თქვა, რომ ეს „ყოველთვის არასწორია“.

მონაცემები განსხვავებულია ასაკისა და სქესის მიხედვით და აჩვენებს, რომ ახალგაზრდები ნაკლებად ჰომოფობები არიან, ქალები კაცებთან შედარებით კი მეტად ჰომოფობები. რაც შეეხება 35-54 წლამდე ასაკის მონაცემებს, აქ ქალებიც და კაცებიც თანაბრად ჰომოფობები არიან.

 

 

გარდა ამისა, მონაცემების ანალიზი აჩვენებს, რომ მართლმადიდებელი ქრისტიანული ქვეყნები უფრო მეტად ჰომოფობიურები არიან, ვიდრე სხვა ქვეყნები. ამ მხრივ კვლევაში გამონაკლისი იყო თურქეთი, რომელიც მუსლიმური ქვეყანაა და ის პირველ ადგილს იკავებს.

წყარო: OC MEDIA
ფოტო: გიორგი გოგუა
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები