LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კვლავ სექსი, კვლავ სასტუმროს ფანჯარაში – “თვალებს ვერ დავუჯერეთ”

1053

ალბათ, ყველას გახსოვთ, რა ამბავი მოჰყვა თბილისში მდებარე „რადისონ ბლუს“ ერთ-ერთი ნომრის ფანჯარასთან წყვილის დაფიქსირებას, რომლებსაც, სავარაუდოდ, სექსი ჰქონდათ.

იგივე სანახაობა დღეს ლონდონელებსაც ჰქონდათ – ინგლისის დედაქალაქის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ერთ-ერთი სასტუმროს, Aldgate-ის ფანჯარასთან წყვილი 20 წუთის განმავლობაში იყო სექსით დაკავებული და სულაც არ შეწუხებულან ხალხის ინტერესით, „მაყურებლებმა“ მათ ვიდეოც გადაუღეს და შემდეგ სოციალურ ქსელებში ატვირთეს. ვიდეოში ისმის ხალხის სიცილი – მათი რეაქცია, თბილისელებისგან განსხვავებით, სრულიად პოზიტიური იყო, თუმცა არც გაოცებას მალავდნენ.

„დეილი მეილი“ სასტუმროს ადმინისტრაციას დაუკავშირდა და როდესაც სასტუმროს წარმომადგენელმა შეიტყო, რა თემა აინტერესებდათ მისგან ჟურნალისტებს, გაიცინა და აღნიშნა, რომ გამოძიების ჩატარებას არ გეგმავენ.

„სასტუმროს ნომერია, რა უნდა ვთქვა? ჩვენ არ ვაკეთებთ კომენტარს სტუმრების საქციელის შესახებ“.

ერთ-ერთი თვითმხილველი ამბობს, რომ “საჯაროდ სექსს ყოველ დღე ვერ ნახავ” და გამვლელებს „საკუთარი თვალების არ სჯეროდათ“.

3a05472e00000578-3900612-image-m-21_1478167299228

3a05061b00000578-3900612-image-a-1_1478165010482

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები