LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კვირკველიას ლოკომოტივის ვარიანტი აქვს: რუბინის კოშმარი სრულდება

107

საბა კვირკველია შესაძლოა „რუბინში“ ალეკსეი მირანჩუკის გადასვლის გარიგების ნაწილი გახდეს.

„რუბინის“ ქართველმა მცველმა შესაძლოა კარიერა მოსკოვის“ ლოკომოტივში“ გააგრძელოს.

„ახლა სხვადასხვა ვარიანტია. ფეხბურთელი შეიძლება „ლოკომოტივში“ გადავიდეს. ფასი ადეკვატურია“, – თქვა წყარომ, რომლისთვისაც შექმნილი სიტუაცია ნაცნობია.

„რუბინი“ მზადაა მირანჩუკი 5 მილიონ ევროდ იყიდოს, თუმცა „ლოკოს“ 6 მილიონი უნდა.

კვირკველიას მომავალზე კომენტარი მისმა აგენტმა რევაზ ჩელებაძემაც გააკეთა:
„ის ემზადება, კარგად ითამაშა სოფიის ცსკა-სთან. თუმცა მისი მომავალი ჯერ გადაწყვეტილი არ არის, ჯერ მხოლოდ საუბრებია „ლოკომოტივზე“. „რუბინი“ მზადაა გაუშვას, ეტყობა ჯერ ფასზე ვერ მოილაპარაკეს.
გუნდმა მას შანსი უნდა მისცეს მოედანზე ან გაუშვას, თუნდაც იჯარით. ის, რასაც ისინი აკეთებენ, უბრალოდ არ შეიძლება, არასწორია“, – თქვა წარსულში ცნობილმა ქართველმა ფეხბურთელმა.

შეგახსენებთ, საბა კვირკველია ბოლო დროს „რუბინში“ უთამაშებლობას უჩივის და კარგა ხანია გუნდიდან წასვლას ლამობს. ყაზანელები კი არც უშვებენ და არც ათამაშებენ. იმედი ვიქონიოთ, საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი მალე ისეთ გუნდში აღმოჩნდება, სადაც სათამაშო დრო საკმარისად ექნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები