ვერძი – გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე მოიმატებს ენთუზიაზმი და შრომისუნარიანობა. შეძლებთ გააქტიურებას, ლიდერული და ორგანიზატორული თვისებების გამოვლენას, რაც წინსვლასა და განვითარებაში დაგეხმარებათ. გამოიჩინეთ ინიციატივა და თამამად დაიწყეთ ახალი პროექტები, რადგან სწორედ ახლა გაქვთ წარმატების მიღწევის შანსი. კარგი პერიოდია ახალი პარტნიორების მოძიებისა და საქმიანი კონტაქტების გაფართოებისთვის.
კურო – მართალია, დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე გაგიჭირდებათ ენთუზიაზმის და კარგი განწყობის შენარჩუნება, მაგრამ მაინც მოგიწევთ საქმეების ბოლომდე მიყვანა და მიმდინარე პრობლემების გადაჭრა. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას, რადგან ვირუსული ინფექციების ფონზე მაღალია დასნეულების ალბათობა. კარგი პერიოდია შემოქმედებითი პოტენციალის გამოსავლენად, თუმცა არც დიპლომატია დაივიწყოთ, რადგან მხოლოდ ასე შეძლებთ ადამიანების კეთილგანწყობის დამსახურებას და სასურველი შედეგის მიღწევას.
ტყუპები – გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე განწყობაც გაგიუმჯობესდებათ. შეძლებთ ჩვეული კომუნიკაბელურობის და გონებამახვილობის გამოვლენას, თანამიმდევრულად და გააზრებულად მოქმედებას, რაც სიტუაციის დარეგულირებასა და პრობლემების მოგვარებაში დაგეხმარებათ. კარგი პერიოდია მოგზაურობისთვის, უცხოეთში სწავლისა და საქმიანი პარტნიორების მოსაძიებლად. გამოიჩინეთ ინიციატივა, მაქსიმალურად გამოავლინეთ შემოქმედებითი პოტენციალი, რადგან მხოლოდ ასე შეძლებთ მიზნების მიღწევას.
კირჩხიბი – ძლიერი ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. შეძლებთ მიმდინარე პრობლემების მოგვარებას და საყოფაცხოვრებო საკითხების გადაჭრას. კარგი პერიოდია ახალი პარტნიორების შეძენისა და ერთობლივი ბიზნესის დასაწყებად, თუმცა არ ღირს ფულის უაზროდ ხარჯვა და კაპიტალის საეჭვო წამოწყებებში დაბანდება. მოერიდეთ ზედმეტ ლაპარაკს და ზედმეტი ინფორმაციის გაცემას საკუთარ თავსა და გეგმებზე, რადგან ბევრი ეცდება ხელის შეშლას.
ლომი – გაძლიერებული ენერგოტონუსისა და იმუნიტეტის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. მოიმატებს ენთუზიაზმი და შრომისუნარიანობა. შეძლებთ გააქტიურებას და ძველი ავტორიტეტის დაბრუნებას, მთავარია არ შეუშინდეთ კონკურენტებს, გაუწიოთ წინააღმდეგობა და ბოლომდე დაიცვათ საკუთარი ინტერესები. კარგი პერიოდია გავლენიანი მფარველების მოძიებისა და ხელმძღვანელთა მხარდაჭერის მოპოვებისთვის. ეცადეთ ამ კვირაში მოაგვაროთ პირადი ურთიერთობა, რადგან გაჭიანურების შემთხვევაში, ძალიან გაგიჭირდებათ პარტნიორთან საერთო ენის მოძიება.
ქალწული – მართალია, დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე სწრაფად დაიღლებით, მაგრამ მაინც მოგიწევთ ჩვეული ენთუზიაზმის და შრომის უნარის გამოვლენა, რათა ხელიდან არ გაუშვათ მეტად სარფიანი შეთავაზებები, თუმცა გაითვალისწინეთ, რომ ახალ პროექტებში მონაწილეობით იმაზე მეტ დროსა და ენერგიას დახარჯავთ, ვიდრე გეგმავდით. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას, რადგან ვირუსების გავრცელების ფონზე მაღალია დასნეულების ალბათობა.
სასწორი – გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე მოიმატებს ოპტიმიზმი და ენთუზიაზმი. შეძლებთ გააქტიურებას, საკუთარ თავზე დამატებითი ვალდებულებების აღებას და დასახული გეგმების სრულად შესრულებას. ეცადეთ მაქსიმალურად გამოავლინოთ საკუთარი პოტენციალი, რადგან სწორედ ახლა გაქვთ ავტორიტეტის გაძლიერების და გავლენის სფეროების გაფართოების საუკეთესო შანსი. კარგი პერიოდია ქორწინებისთვის, უკვე არსებულ ურთიერთობაში ცვლილებების შეტანისა და ახალი პარტნიორის მოსაძიებლად.
მორიელი – დასუსტებული ენერგოტონსის ფონზე არასტაბილური იქნება ემოციური მდგომარეობაც, თუმცა მაინც მოგიწევთ საკუთარ თავზე აღებული ვალდებულებების შესრულება და დაწყებული საქმეების ბოლომდე მიყვანა. კარგი პერიოდია ახლობლებთან ურთიერთობის მოწესრიგებისა და საყოფაცხოვრებო საკითხების გადასაწყვეტად, შეხვედრების და მოლაპარაკებების გასამართად, მთავარია გამოიჩინოთ მეტი ტაქტი, დიპლომატია და უარი არ თქვათ კომპრომისულ გადაწყვეტილებებზე.
მშვილდოსანი – გაძლიერებული ენერგოტონუსის და იმუნიტეტის ფონზე მოიმატებს ენთუზიაზმი და ოპტიმიზმი. შეძლებთ გააქტიურებას, ახალი იდეების ჩამოყალიბებას და განხორციელებას. კარგი პერიოდია შეხვედრებისა და მოლაპარაკებების გასამართად, საქმიან და სასიყვარულო პარტნიორებთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად, ძველი საქმეების დასრულებისა და პრობლემების გადასაჭრელად, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ არ ეცდებით პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას.
თხის რქა – მართალია, ენერგოტონუსი ნელ-ნელა დასუსტდება, მაგრამ მოდუნების და დასვენების საშუალება მაინც არ გექნებათ. ეცადეთ სწორად გაანაწილოთ დრო, რადგან ერთდროულად რამდენიმე საქმეზე მოგიწევთ მუშაობა. კარგი პერიოდია დამატებითი შემოსავლის წყაროების მოძიებისა და ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის, არაა გამორიცხული სწორედ ამ კვირაში მიიღოთ დივიდენდები ძველი პროექტებიდან.
მერწყული – მზე თქვენს ზოდიაქოს ნიშანშია, ამიტომ კვირის ფავორიტიც თქვენ ბრძანდებით. გაძლიერდება ენერგოტონუსი, მოიმატებს ოპტიმიზმი და ენთუზიაზმი. შეძლებთ გააქტიურებას, ინიციატივის და შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლენას, ძველი პრობლემების გადაჭრას და სამომავლო გეგმების დასახვას. კარგი პერიოდია პირად და საქმიან ცხოვრებაში ცვლილებების განხორციელებისთვის, მთავარია არ აჰყვეთ ემოციებს და იმოქმედოთ მხოლოდ რეალურ ფაქტებზე დაყრდნობით.
თევზები – დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. მართალია, გაგიჭირდებათ აქტიურად მოქმედება და მიმდინარე მოვლენებისთვის თვალის მიდევნება, მაგრამ მაინც მოგიწევთ საკუთარ თავზე აღებული ვალდებულებების შესრულება. ეცადეთ სწორედ ამ კვირაში დაასრულოთ ყველა მნიშვნელოვანი საქმე, რადგან ბევრად რთული და წინააღმდეგობრივი იქნება შემდეგი კვირა. კარგი პერიოდია კოლექტიურ პროექტებში მონაწილეობისთვის, რადგან მხოლოდ ასე შეძლებთ ხელმძღვანელთა კეთილგანწყობის მოპოვებას.
გეომაგნიტური დღეები – 24, 25, 27 და 28 იანვარი.