LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კვირის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის კვირის (21-27 აგვისტოს) ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

4992
მიხეილ ცაგარელი

დედამიწა ისევ ნეგატიურ ენერგოველშია, რაც ზოდიაქოს ნიშნებზეც უარყოფითად აისახება.

ვერძი  – ნაკლებად სასიკეთო კვირაა, რადგან სწორედ ახლა მოგიწევთ ძველი საქმეების დასრულება და ვალდებულებების შესრულება, არაა გამორიცხული თავი შეგახსენონ ძველმა დაავადებებმაც, რომელთაც თავის დროზე არ უმკურნალეთ. არ ღირს ზედმეტად გადაღლა, უმჯობესია დაისვენოთ და მეტი ყურადღება მიაქციოთ ჯანმრთელობას. კარგი პერიოდია ახალი იდეების ჩამოსაყალიბებლად, კოლეგებთან და ხელმძღვანელებთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად.

კურო –  მეტ-ნაკლებად შედეგიანი კვირაა. გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. მოიმატებს შრომისუნარიანობა, შეძლებთ გააქტიურებას, ინიციატივის და ორგანიზატორული ნიჭის გამოვლენას. არაა გამორიცხული სპონტანურად მოგიწიოთ გეგმების შეცვლა, რადგან მოვლენები ისე არ წარიმართება, როგორც თქვენ გსურდათ. მეტი თავშეკავების და დიპლომატიის გამოჩენა გმართებთ კოლეგებთან და ხელმძღვანელებთან ურთიერთობისას, რადგან მაღალია კონფლიქტების და დაპირისპირებების ალბათობა.

ტყუპები –  სხვა ზოდიაქოს ნიშნების მსგავსად, დედამიწის ნეგატიურ ველში გადასვლა თქვენც შეგიქმნით პრობლემებს. მართალია, გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა, შეძლებთ გააქტიურებას და ძველი იდეების განხორციელებას, მაგრამ სერიოზული სირთულეები გელით სამსახურში, არაა გამორიცხული კონფლიქტი მოგივიდეთ კოლეგებთან და ხელმძღვანელებთან, რაც უარყოფითად აისახება თქვენს ავტორიტეტსა და რეპუტაციაზე.

კირჩხიბი – ფინანსური დანაკარგების კვირაა. ეცადეთ სწორად გაერკვეთ პრიორიტეტებში, მოერიდოთ მსხვილ საყიდლებს და კაპიტალის დაბანდებას, რადგან ნებისმიერი ინვესტიცია საბოლოოდ მარცხით დასრულდება. არ ენდოთ საეჭვო ადამიანებს, ყურადღებით გადაამოწმეთ ნებისმიერი ინფორმაცია, რადგან მაღალია მოტყუების ალბათობა.

ლომი – საკმაოდ პრობლემური კვირაა. ვერ მიიღებთ იმ ანაზღაურებას, რომელსაც ელოდით, რაც სერიოზულად გაგიფუჭებთ განწყობას. არ ღირს პარტნიორებთან და ხელმძღვანელებთან კამათი, რადგან ვერ მიაღწევთ სასურველ შედეგს და მხოლოდ დამატებით პრობლემებს შეიქმნით.

ქალწული – ნაკლებად სტაბილური კვირაა. მოერიდეთ საეჭვო ადამიანებთან ურთიერთობას, არ აჰყვეთ სხვათა ავანტიურას, რათა არ მოექცეთ მათი გავლენის ქვეშ და არ ჩაებათ საეჭვო გარიგებებში. გამოიჩინეთ მეტი თავშეკავება და დიპლომატია, რადგან მაღალია ხელმძღვანელებთან და საქმიან პარტნიორებთან კონფლიქტების ალბათობა. ბევრად უკეთესი იქნება კვირის მეორე ნახევარი, როცა მზე თქვენს ზოდიაქოს ნიშანში გადმოვა.

სასწორი – საკმაოდ დაძაბული კვირაა. თავი შეიკავეთ მსხვილი საყიდლებისა და ფულის უყაირათოდ ხარჯვისგან. გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე და ყურადღება გარშემომყოფების მიმართ, რადგან სწორედ ამ კვირაში გაძლიერდებიან ფარული მტრები და მოშურნეები, რომლებიც მაქსიმალურად ეცდებიან თქვენთვის უსიამოვნებების შექმნას. არ აჰყვეთ ემოციებს და შინაგან ეჭვებს, არ ღირს სულსწრაფი გადაწყვეტილებების მიღება, რათა არ დაუშვათ გამოუსწორებელი შეცდომა.

მორიელი – კონფლიქტების და უსიამოვნებების კვირაა, ამიტომ გამოიჩინეთ მეტი მოთმინება და თავშეკავება. არ ღირს ურთიერთობის გარჩევა კოლეგებთან და მეგობრებთან რადგან ძალიან გაგიჭირდებათ საკუთარი სიმართლის დამტკიცება. მოერიდეთ ახალი პროექტების დაწყებას, რადგან ვერ მიაღწევთ სასურველ შედეგს და მხოლოდ დროს დაკარგავთ ფუჭად. ყურადღებით შეამოწმეთ ნებისმიერი ინფორმაცია, რათა თავი დაიზღვიოთ შეცდომებისა და შემდგომი სირთულეებისგან.

მშვილდოსანი –  დედამიწის ნეგატიურ ენერგოველში გადასვლა პირველ რიგში თქვენს კარიერაზე აისახება ნეგატიურად. გაგიჭირდებათ წინსვლა და განვითარება, საკუთარი იდეების და სასურველი პროექტების განხორციელება, რაც ხელმძღვანელებთან კამათსა და დაპირისპირებას გაიძულებთ. ეცადეთ მშვიდად გაიაროთ კვირა, მეტი დაისვენოთ და აკეთოთ მხოლოდ ის საქმე, რომელიც ყველაზე კარგად გამოგდით.

თხის რქა – ფინანსური სირთულეების და დანაკარგების კვირაა. თავი შეიკავეთ მსხვილი საყიდლებისა და კაპიტალის დაბანდებისგან. განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა გმართებთ მგზავრობისა და მოგზაურობისას, რადგან მაღალია ტრავმებისა და ავარიების ალბათობა. გულდასმით შეამოწმეთ ნებისმიერი ინფორმაცია, რათა თავი აარიდოთ საეჭვო, ერთი შეხედვით სარფიანი შეთავაზებებს, რომლებიც საბოლოოდ მხოლოდ გაზარალებენ.

მერწყული – საკმაოდ მძიმე კვირაა, რადგან მოულოდნელად მოგიწევთ მატერიალური პრობლემების დაძლევა. არაა გამორიცხული ფინანსური სირთულეების მიზეზი პარტნიორების სიცრუე ან თქვენი მოჭარბებული ილუზიები აღმოჩნდეს. გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე და ყურადღება გარშემომყოფების მიმართ, რომლებიც მაქსიმალურად ეცდებიან თქვენი გეგმების ჩაშლას და დამატებითი სირთულეების შექმნას.

თევზები – შინაგანი ორჭოფობის კვირაა, რადგან ძალიან გაგიჭირდებათ მიმდინარე მოვლენებსა და ურთიერთობებში, საკუთარ სურვილებსა და შესაძლებლობებში გარკვევა,  რაც თქვენს გაღიზიანებას გამოიწვევს. ეცადეთ არ აჰყვეთ ემოციებს, არ ღირს კამათი და საქმის გარჩევა, რათა არ დაძაბოთ ურთიერთობა გარშემომყოფებთან. გამოიჩინეთ მეტი თავშეკავება და დიპლომატია, მოერიდეთ საკუთარ თავზე ზედმეტი ვალდებულებების აღება, უმჯობესია შეასრულოთ ის საქმე, რომელიც ყველაზე კარგად გამოგდით.

გეომაგნიტური დღეები – 23, 24 და 25 აგვისტო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები