მეტ-ნაკლებად სტაბილური კვირაა, 22 და 24 თებერვლის გამოკლებით, რადგან 22 თებერვალს პლანეტების – ვენერასა და მარსის ენერგიების გაერთიანების, 24 თებერვალი კი, სავსემთვარეობის დღეა.
ვერძი – პოზიტიური იქნება კვირის პირველი ნახევარი, როცა კარიერული წინსვლისა და მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების შანსი მოგეცემათ. ბევრად რთული იქნება კვირის მეორე ნახევარი, როცა მოზღვავებული ბრაზისა და გაღიზიანების ფონზე ძალიან გაგიჭირდებათ ემოციების მართვა, მით უფრო, რომ დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არც ჯანმრთელობა იქნება სტაბილური. მეტი ყურადღება მიაქციეთ კოლეგებს, რომლებიც ეჭვქვეშ დააყენებენ თქვენს პროფესიონალიზმს და მაქსიმალურად ეცდებიან თქვენი წინსვლის შეფერხებას. ეცადეთ ყველა მნიშვნელოვანი საქმე კვირის პირველ ნახევარში 22 თებერვლამდე დაასრულოთ, კვირის ბოლო კი, მშვიდ გარემოში გაატაროთ.
კურო – ეტაპობრივად გაძლიებული ენერგოტონუსის ფონზე, რისი მიზეზი პირველ რიგში მზის თევზების ზოდიაქოს ნიშანში გადასვლა გახდება, მოიმატებ ოპტიმიზმი და შრომისუნარიანობა, შეძლებთ გადადებული საქმეების დასრულებას და ძველი პრობლემების მოგვარებას. კარგი პერიოდია კოლეგებთან და ხელმძღვანელებთან საერთო ენის მოძიებისთვის, კარიერული წინსვლისა და განვითარებისთვის. თუმცა 22 და 24 თებერვალს თქვენც მეტი სიფრთხილის და ყურადღების გამოჩენა მოგიწევთ, რათა არ დაუშვათ საბედისწერო შეცდომა.
ტყუპები – უმთავრესი ამ კვირაში პროფესიული ვალდებულებების შესრულება გახდება, რაც მომავალში კარიერულ წინსვლაში დაგეხმარებათ. კარგი პერიოდია მგზავრობისა და მოგზაურობისთვის, უცხოელი პარტნიორების შეძენისა და საზღვარგარეთ კაპიტალის დაბანდებისთვის. თუმცა, სხვების მსგავსად, თქვენც სიფრთხილის გამოჩენა გმართებთ კვირის მეორე ნახევარში, 22 და 24 თებერვალს. არ ღირს მნიშვნელოვანი შეხვედრების და მოლაპარაკებების გამართვა, ახალი პროექტების დაწყება და სარისკო გადაწყვეტილებების მიღება.
კირჩხიბი – სასიკეთო კვირაა, თუმცა 22 და 24 თებერვლის გამოკლებით, როცა მოიმატებს კონფლიქტების და დაპირისპირებების, ცდუნებების და შეცდომების დაშვების ალბათობა. დანარჩენ დღეებში კი თამამად შეგიძლიათ გააქტიურდეთ და გამოიჩინოთ ინიციატივა, რაშიც გაძლიერებული ენერგოტონუსი და სტაბილური ემოციური მდგომარეობაც დაგეხმარებათ. მოიმატებს თვითრწმენა და თავდაჯერებულობა, შეძლებთ იმ პრობლემური საკითხების მოგვარებას, რომელთაც დიდხანს გაურბოდით.
ლომი – პოზიტიური კვირაა 22 და 24 თებერვლის გამოკლებით, როცა მოულოდნელად შეგახსენებენ თავს ძველი პრობლემები, მათ მოგვარებაზე კი, ძალიან ბევრ დროსა და ენერგიას დახარჯავთ, მით უფრო, რომ ის ადამიანებიც გაგიცრუებენ იმედს, ვისაც მანამდე ენდობოდით. კვირის პირველი ნახევარში სასარგებლო იქნება ცვლილების განხორციელება, ძველი და არაფრის მომტანი ურთიერთობების დასრულება და ახალი კონტაქტების გაბმა, არაა გამორიცხული სწორად ამ კვირაში მიიღოთ გადაწყვეტილება, რომელიც რადიკალურად შეცვლის თქვენს პირად ცხოვრებას.
ქალწული – 22 და 24 თებერვლის გარდა, როცა გახშირებული კონფლიქტების ფონზე საკუთარი ინტერესებისა და პრინციპების დაცვა მოგიწევთ, საერთო ჯამში კვირა მშვიდი და სტაბილური იქნება. არაა გამორიცხული სწორედ ამ კვირაში დაასრულოთ მეტად საპასუხისმგებლო პროექტი, რომელიც თქვენს ავტორიტეტსაც აამაღლებს და გავლენის სფეროებსაც გააფართოებს. კარგი პერიოდია მგზავრობისა და მოგზაურობისთვის, ამიტომ არ თქვათ უარი თუ მივლინებაში გამგზავრების შანსი მოგეცემათ.
სასწორი – 22 და 24 თებერვლის გამოკლებით, კვირა სასიკეთო იქნება შემოსავლის ახალი წყაროების მოძიების და ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის. არაა გამორიცხული ჩაერთოთ პერსპექტიულ პროექტებში ან მიიღოთ მეტად სარფიანი შეთავაზება. ეცადეთ მეტი დრო დაუთმოთ ოჯახის წევრებს, განსაკუთრებით შვილებს, რომელთაც სწორედ თქვენი ყურადღება სჭირდებათ.
მორიელი – განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა გმართებთ 22 და 24 თებერვალს, როცა მოიმატებს კონფლიქტების და დაპირისპირებების ალბათობა, კვირის სხვა დღეებში კი, თამამად შეგიძლიათ გააქტიურდეთ, გამოიჩინოთ ინიციატივა და საკუთარ თავზე აიღოთ რთული პრობლემების მოგვარება. მით უფრო, რომ გაძლიერებული ენერგოტონუსის და ჯანმრთელობის ფონზე შრომისუნარიანობაც მოიმატებს და ენთუზიაზმიც. არ შეგეშინდეთ საკუთარი ინტერესების და პრინციპების დაცვა, რადგან სწორედ ახლა გაქვთ ავტორიტეტის გაძლიერების საუკეთესო შანსი.
მშვილდოსანი – საკმაოდ შედეგიანი კვირაა. მომატებული ენთუზიაზმის და ოპტიმიზმის ფონზე თამამად შეძლებთ ძველი პრობლემების მოგვარებას და ახალი პროექტების დაწყებას, მთავარია სიფრთხილე გამოიჩინოთ 22 და 24 თებერვალს, როცა მოულოდნელი კონფლიქტები შეაფერხებენ თქვენს წინსვლას და პროფესიულ განვითარებას. კარგი კვირაა შეხვედრების და მოლაპარაკებების გასამართად, ახალი პარტნიორების შეძენისა და მსხვილი კაპიტალის სარფიანად დასაბანდებლად.
თხის რქა – გაძლიერებული იმუნიტეტის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა, რაც ძველი პროექტების ბოლომდე მიყვანასა და სამომავლო გეგმების დასახვაში დაგეხმარებათ. არაა გამორიცხული სწორედ ამ კვირაში მიიღოთ გადაწყვეტილება, რომელიც რადიკალურად შეცვლის თქვენს პირად ცხოვრებას. კარგი პერიოდია გარეგნობის შეცვლისა და ძველი პრიორიტეტების გადასახედად, გააქტიურებისა და საკუთარი პოზიციების გასამყარებლად, თუმცა არ ღირს ზედმეტად თავის გამოდება 22 და 24 თებერვალს, როცა ძველი ვალდებულებები შეგახსენებენ თავს და სწორედ მათ შესრულებაზე მოგიწევთ მთელი დროისა და ენერგიის დახარჯვა.
მერწყული – დაძაბული და მეტად კონფლიქტური 22 და 24 თებერვლის გარდა, კვირა სტაბილური და შედეგიანი იქნება. მეტიც სწორედ ამ პერიოდში შეძლებთ იმ ცვლილებების განხორციელებას, რომელთაც დიდხანს გეგმავდით, თუმცა სითამამე არ გყოფნიდათ. კარგი პერიოდია ინიციატივის გამოჩენისთვის და შემოქმედებითი, ინტელექტუალური პოტენციალის გამოვლენით ლიდერის პოზიციის მოსაპოვებლად.
თევზები – ახლა თქვენი დროა, რადგან მზე თქვენს ზოდიაქოს ნიშანშია. მართალია, მეტად წარმატებული კვირა იქნება, მაგრამ 22 და 24 თებერვალს თქვენც მოგიწევთ სიფრთხილის გამოჩენა. მოიმატებს აგრესია და გაღიზიანება გარშემომყოფების მხრიდან, ბევრი დაიწუნებს თქვენს ქცევას და გადაწყვეტილებებს. ეცადეთ გაითვალისწინოთ გამოცდილი ადამიანების რჩევები, რათა არ დაუშვათ შეცდომები. კარგი კვირაა შემოქმედებითი და ინტელექტუალური პოტენციალის გამოსავლენად, ახალი პროექტების დაწყებისა და სამომავლო გეგმების დასახვისთვის.
გეომაგნიტური დღეები – 20, 21, 23 და 24 თებერვალი.