LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კვირის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის კვირის (18-24 დეკემბრის) ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

1381
მიხეილ ცაგარელი

ვერძი  –  პოზიტიური კვირაა. გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. გააქტიურდით, გამოიჩინეთ ინიციატივა, თამამად შეგიძლიათ აიღოთ საკუთარ თავზე დამატებითი პასუხისმგებლობა. კარგი პერიოდია მგზავრობისა და მოგზაურობისთვის, ახალი ბიზნეს პროექტების ჩამოყალიბებისა და საქმიან პარტნიორებთან უთანხმოების მოსაგვარებლად, ფინანსური ოპერაციების განხორციელებისა და დამატებითი შემოსავლის წყაროების მოსაძიებლად, თუმცა მეტი ყურადღების გამოჩენა გმართებთ ფინანსური დოკუმენტების გაფორმებისას, რათა არ დაუშვათ შეცდომა.

კურო –  საკმაოდ კარგი კვირაა. გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. მოიმატებს ოპტიმიზმი და შრომის უნარი. შეგიძლიათ გააქტიურდეთ, გამოიჩინოთ ინიციატივა, გამოავლინოთ ლიდერული და ორგანიზატორული ნიჭი. კარგი პერიოდია მგზავრობისა და მოგზაურობისთვის, ფინანსური პრობლემების და საქმიან პარტნიორებთან უთანხმოების მოსაგვარებლად, თუმცა არ ღირს საკუთარ გეგმებზე ხმამაღლა ლაპარაკი, უმჯობესია იმოქმედოთ ჩუმად და ზედმეტი აფიშირების გარეშე.

ტყუპები –  პოზიტიური კვირაა. გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. გააქტიურდით, გამოიჩინეთ ინიციატივა, გამოავლინეთ ფანტაზია და ინტელექტუალური შესაძლებლობები თამამად შეგიძლიათ აიღოთ საკუთარ თავზე დამატებითი ვალდებულებები და კომუნიკაბელურობის ბრწყინვალე ნიჭის წყალობით გაართვათ თავი ნებისმიერ პრობლემას. კარგი პერიოდია საკამათო საკითხების და კონფლიქტების მოსაგვარებლად, მთავარია, არ აჰყვეთ ილუზიებს და იმოქმედოთ მხოლოდ მოვლენების ობიექტური შეფასებით. მართალია, საქმიანი პარტნიორები ან ხელმძღვანელები თქვენს გაკონტროლებას შეეცდებიან, რაც ძალიან გაგაღიზიანებთ, მაგრამ მაინც არ ღირს ემოციებს აყოლა და ურთიერთობის დაძაბვა.

კირჩხიბი – სასიკეთო კვირაა. გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. მოიმატებს ინტუიცია, რაც სწორი არჩევანის გაკეთებაში დაგეხმარებათ. არაა გამორიცხული დაწინაურდეთ სამსახურში ან მოულოდნელად მიიღოთ სოლიდური თანხა. იაზროვნეთ პრაგმატულად და გამოიჩინეთ მეტი პრაქტიკულობა, არ ღირს ილუზიებს და ცდუნებებს აყოლა. კარგი პერიოდია ქორწინებისა და სასიყვარულო თავგადასავლებისთვის, ექიმის კონსულტაციის მიღებისა და მკურნალობის კურსის ჩასატარებლად, კოლეგებთან და ხელმძღვანელებთან ურთიერთობის გაუმჯობესებისთვის, რაც ხელს შეუწყობს თქვენს კარიერულ წინსვლას და განვითარებას.

ლომი –  მეტად პოზიტიური კვირაა. გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. საგრძნობლად გაიზრდება თქვენი ავტორიტეტი და მოიმატებს პოპულარობა, რაც გავლენის სფეროების გაფართოებაში დაგეხმარებათ, თუმცა არ ღირს საკუთარ თავზე ზედმეტი წარმოდგენის შექმნა და გარშემომყოფების უკმეხი გამონათქვამებით განაწყენება, რადგან აგრესიაზე აგრესიითვე გიპასუხებენ და ისევ თქვენ იზარალებთ. კარგი პერიოდია საქმიან და სასიყვარულო პარტნიორთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად, სხვადასხვა კონკურსსა და ტესტირებაში მონაწილეობის მისაღებად, არაა გამორიცხული მიიღოთ მოულოდნელი შემოსავალი, პრემია შესრულებული სამუშაოსთვის ან დივიდენდები ძველი პროექტებიდან.

ქალწული – საკმაოდ კარგი კვირაა. გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. მოიმატებს ენთუზიაზმი და შრომის უნარი. შეძლებთ ლიდერული და ორგანიზატორული ნიჭის გამოვლენას, მოთმინება და დისციპლინა კი, ძველი პრობლემების მოგვარებასა და გეგმების სრულად შესრულებაში დაგეხმარებათ.  მართალია, კოლეგები და ხელმძღვანელები თქვენს პროექტებს დაიწუნებენ, მაგრამ მაინც არ ღირს პროვოკაციას აყოლა და უკან დახევა, არ უღალატოთ ერთხელ არჩეულ გზას და ეცადეთ ბოლომდე მიიყვანოთ ყველა წამოწყება. კარგი პერიოდია ნათესავებთან ურთიერთობის გაუმჯობესებისა და მემკვიდრეობითი საკითხების მოსაგვარებლად, ყოველდღიური და საყოფაცხოვრებო საქმეების მოსაწესრიგებლად.

სასწორი –  პოზიტიური კვირაა. გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. შეძლებთ გააქტიურებას, ინიციატივის, ინტელექტისა და შემოქმედებითი ნიჭის გამოვლენას. კარგი პერიოდია გარშემომყოფებთან საერთო ენის მოძიებისა და ძველი უთანხმოების მოსაგვარებლად, შეხვედრების და მოლაპარაკებების გასამართად, კონტრაქტების და გარიგებების გასაფორმებლად. ეცადეთ სწორედ ამ კვირაში განახორციელოთ ყველა გეგმა და იდეა, თუმცა არ ღირს მსხვილი საყიდლების გაკეთება და სარისკო ინვესტიციების განხორციელება. არაა გამორიცხული მიიღოთ მეტად საინტერესო ინფორმაცია, რაც ახალი პროექტების ჩამოყალიბებაში დაგეხმარებათ.

მორიელი – საკმაოდ პოზიტიური კვირაა. გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. გამოიჩინეთ მეტი აქტიურობა, თუმცა არ ღირს დროის დახარჯვა უმნიშვნელო საკითხებზე, უმჯობესია თავიდანვე ზუსტად განსაზღვროთ პრიორიტეტები და გადადების გარეშე შეასრულოთ ყველაზე მნიშვნელოვანი საქმეები. კარგი პერიოდია ფინანსური ხელშეკრულებების მომზადებისა და გაფორმებისთვის, ხელმძღვანელებისთვის თხოვნითა და საკუთარი იდეებით მიმართვისთვის. არაა გამორიცხული მატერიალური დივიდენდები მიიღოთ ძველი საქმეებიდან და მნიშვნელოვნად გააუმჯობესოთ საკუთარი ფინანსური მდგომარეობა.

მშვილდოსანი –  მზე თქვენს ზოდიაქოს ნიშანშია, ამიტომ კვირის ფავორიტიც სწორედ თქვენ ბრძანდებით. გაძლიერებული ენერგოტონუსის და იმუნიტეტის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. მოიმატებს ოპტიმიზმი და მოვალის იმედი, შრომის უნარი და ახლის კეთების სურვილი. გააქტიურდით და გამოიყენეთ კვირა კოლეგებთან და ხელმძღვანელებთან საკამათო საკითხების მოსაგვარებლად. კარგი პერიოდია პოზიციების გამყარებისა და გავლენის სფეროების გაფართოებისთვის, ახალი პროექტების დაწყებისა და გავლენიანი პარტნიორების მოსაძიებლად.

თხის რქა – რთული, თუმცა წინა კვირასთან შედარებით ბევრად უკეთესი კვირაა. შეძლებთ დამშვიდებას, მიმდინარე მოვლენების ობიექტურად შეფასებას და შესაბამისი დასკვნების გაკეთებას.  კარგი პერიოდია კოლეგებთან და ხელმძღვანელებთან საკამათო საკითხების მოსაგვარებლად, ძველი საქმეების გადახედვისა და ძველი პოზიციების აღსადგენად, თუმცა არ ღირს საკუთარი გეგმების აფიშირება, უმჯობესია ენას კბილი დააჭიროთ და ჩუმად, ზედმეტი ხმაურის გარეშე იმოქმედოთ. ეცადეთ მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარება შემდეგი კვირისთვის გადადოთ, როცა ენერგოტონუსთან ერთად გუნება-განწყობაც გაგიუმჯობესდებათ.

მერწყული –  მეტად პოზიტიური კვირაა. გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. შეძლებთ გააქტიურებას, ინიციატივის და შემოქმედებითი ნიჭის გამოვლენას.  კარგი პერიოდია რთულ საკითხებში გასარკვევად და ძველი პრობლემების მოსაგვარებლად, ახლობლებთან და კოლეგებთან საერთო ენის მოძიებისა და ურთიერთობის გასაუმჯობესებლად. ეცადეთ ამ კვირაში გადაწყვიტოთ ყველა ფინანსური საკითხი, რადგან სწორედ ახლა გაქვთ თქვენთვის სასიკეთო შედეგის მიღების საუკეთესო შანსი. არაა გამორიცხული გაიცნოთ საინტერესო ადამიანები ან მიიღოთ ინფორმაცია, რომელიც ახალი პროექტების ჩამოყალიბებაში დაგეხმარებათ.

თევზები – საკმაოდ კარგი კვირაა. გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. შეძლებთ გააქტიურებას, ლიდერული და ორგანიზატორული თვისებების გამოვლენას, ძველი საქმეების დასრულებას და სამომავლო გეგმების დასახვას. კარგი პერიოდია კოლეგებთან და მეგობრებთან საერთო ენის მოძიებისა და უთანხმოების მოსაგვარებლად. არაა გამორიცხული მიიღოთ მატერიალური ან მორალური მხარდაჭერა, რაც თქვენს თვითრწმენას გააძლიერებს და პრობლემური საკითხების გადაწყვეტაში დაგეხმარებათ.

გეომაგნიტური დღეები – 19, 20, 23 და 24 დეკემბერი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები