LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კვირის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის კვირის (15-21 იანვრის) ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

1371
მიხეილ ცაგარელი

ვერძი  – მეტ-ნაკლებად სასიკეთო კვირაა. გაძლიერებული ენერგოტონუსის და იმუნიტეტის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. შეგიძლიათ იმოქმედოთ აქტიურად, თუმცა არ ღირს დაუფიქრებელი და სულსწრაფი გადაწყვეტილებების მიღება. გამოიჩინეთ მეტი ტაქტი და დიპლომატია, მოერიდეთ სიჯიუტეს და ხისტ გამონათქვამებს კოლეგებთან და ხელმძღვანელებთან ურთიერთობისას, რადგან უხეშობა მხოლოდ თქვენ გაზარალებთ, შეაფერხებს თქვენს კარიერულ წინსვლას და განვითარებას.

კურო – საკმაოდ კარგი კვირაა. გაძლიერებული ენერგოტონუსის და იმუნიტეტის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. შეძლებთ გააქტიურებას, ლიდერული და ორგანიზატორული თვისებების გამოვლენას, ავტორიტეტის გაძლიერებას და გავლენის სფეროების გაფართოებას. კარგი პერიოდია მგზავრობისა და მოგზაურობისთვის, ახალი პარტნიორების შეძენისა და უცხოელებთან საქმიანი კავშირების გაბმისთვის. თუმცა, არ ღირს ფულის უაზროდ ხარჯვა, სარისკო ინვესტიციების განხორციელება და მსხვილი კაპიტალის დაბანდება, რადგან არაა გამორიცხული სერიოზული ფინანსური პრობლემები შეგიქმნათ გაუთვალისწინებელმა ხარჯებმა.

ტყუპები –  ნაკლებად წარმატებული კვირაა. დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. დაღლილობას კი, რომელსაც ამ კვირაში განსაკუთრებით მწვავედ იგრძნობთ, უხასიათობაც დაემატება, რაც არ მოგცემთ ჩანაფიქრის განხორციელების საშუალებას. არ ღირს სერიოზულ საქმეებს შეჭიდება, რადგან აქტიურობა ნაკლებად გამოიღებს შედეგს. არაა გამორიცხული თავი შეგახსენონ ძველმა ვალდებულებებმა და გადაუჭრელმა პრობლემებმა. მოერიდეთ ზედმეტ ლაპარაკს და საიდუმლოს გათქმას, რადგან მოშურნეები და კონკურენტები მაქსიმალურად ეცდებიან თქვენთვის ხელის შეშლას.

კირჩხიბი – მეტ-ნაკლებად სტაბილური კვირაა. გაძლიერებული ენერგოტონუსის და იმუნიტეტის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. შეძლებთ გააქტიურებას, ინიციატივის და ორგანიზატორული ნიჭის გამოვლენას. მთავარია, გაუფრთხილდეთ ურთიერთობას საქმიან და სასიყვარულო პარტნიორებთან. გამოიჩინეთ მეტი თავშეკავება, ტაქტი და დიპლომატია, უმჯობესია დათმოთ, ვიდრე იკამათოთ და ჩაებათ არაფრისმომცემ კონფლიქტში. არ ღირს ყველას ნდობა და ნებისმიერ შეთავაზებას დაუფიქრებლად დათანხმება.

ლომი – ნაკლებად შედეგიანი კვირაა. მართალია, გაძლიერებული ენერგოტონუსის და იმუნიტეტის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა, მაგრამ მაინც არაა საჭირო ზედმეტად გადატვირთვა, რადგან დაღლილობა განწყობასაც გაგიფუჭებთ და აქტიურად მოქმედების ხალისსაც დაგიკარგავთ. გამოიჩინეთ მეტი თავშეკავება კოლეგებთან და საქმიან პარტნიორებთან ურთიერთობისას, არ ღირს გაჯიუტება და საკუთარი სიმართლის დაჟინება, უმჯობესია დათმოთ და კომპრომისით სცადოთ საკამათო საკითხების მოგვარება. ეცადეთ კვირა მაქსიმალურად მშვიდად, ზედმეტი კონფლიქტების გარეშე გაიაროთ.

ქალწული –  მეტ-ნაკლებად შედეგიანი კვირაა. გაძლიერებული ენერგოტონუსის და იმუნიტეტის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. შეძლებთ გააქტიურებას, ინიციატივის და ლიდერული თვისებების გამოვლენას. მართალია, კოლეგები თქვენს მოქმედებას დაიწუნებენ და გაგაკრიტიკებენ, მაგრამ მაინც არ ღირს ემოციებს აყოლა და კონფლიქტში ჩაბმა. შესაძლო მარცხის მიუხედავად მაინც არ არაა საჭირო გულის გატეხა და დანებება, უმჯობესია გააგრძელოთ მოქმედება და დასახული გეგმის შესრულება. მოერიდეთ კამათს მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან, უმჯობესია დათმოთ და მოგვიანებით გაარკვიოთ ურთიერთობა. კარგი პერიოდია კონკურსებში მონაწილეობის მისაღებად, არაა გამორიცხული მოიგოთ ლატარიაში ან მიიღოთ შემოსავალი ძველი პროექტებიდან.

სასწორი – მეტ-ნაკლებად წარმატებული კვირაა. გაძლიერებული ენერგოტონუსის და იმუნიტეტის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. მოიმატებს ენთუზიაზმი და შრომისუნარიანობა. შეძლებთ გააქტიურებას, ინიციატივის და ლიდერული თვისებების, ორგანიზატორული და შემოქმედებითი ნიჭის გამოვლენას. თუმცა არ ღირს საკუთარ თავზე ზედმეტის აღება, კოლეგებისა და საქმიანი პარტნიორებისთვის ჭკუის სწავლება, რადგან ასე მხოლოდ მათ გაღიზიანებას გამოიწვევთ. უმჯობესია გამოიჩინოთ დიპლომატია და ტაქტიანად აუხსნათ თქვენი უკმაყოფილების მიზეზი. ნაკლებად შედეგიანი იქნება მგზავრობა და მოგზაურობა, ახალი პარტნიორების ძიება და ერთობლივ პროექტებში ჩაბმა.

მორიელი – დინამიური, თუმცა საკმაოდ რთული კვირაა. გაძლიერებული ენერგოტონუსის და იმუნიტეტის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. მოიმატებს ენთუზიაზმი და შრომისუნარიანობა. შეძლებთ გააქტიურებას, ინიციატივის, ორგანიზატორული და შემოქმედებითი ნიჭის გამოვლენას. ენდეთ საკუთარ ინტუიციას, თუმცა იმოქმედეთ ფრთხილად და თავშეკავებით, რადგან კვირა საკმაოდ კონფლიქტურია და ნამდვილად ვერ მოგიტანთ სიკეთეს გარშემომყოფებთან დაპირისპირება. ყურადღებით გადაამოწმეთ ყველა დოკუმენტი ხელმოწერამდე, რადგან მაღალია შეცდომების დაშვების და ფინანსური დანაკარგის ალბათობა.

მშვილდოსანი – აქტიური, თუმცა საკმაოდ დაძაბული კვირაა. გაძლიერებული ენერგოტონუსის და იმუნიტეტის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. მოიმატებს ენთუზიაზმი და ოპტიმიზმი, საგრძნობლად გაგიუმჯობესდებათ განწყობა. შეძლებთ აქტიურ მოქმედებას და ძველი პრობლემების გადაწყვეტას, თუმცა არ ღირს სულსწრაფი გადაწყვეტილებების მიღება და ფულის უყაირათოდ ხარჯვა, მოერიდეთ საეჭვო პროექტების დაფინანსებას და მსხვილი კაპიტალის დაბანდებას, რადგან მაღალია ფინანსური დანაკარგის ალბათობა. არ ღირს სიჯიუტის გამოვლენა და საკუთარი სიმართლის დაჟინება საქმიან და სასიყვარულო პარტნიორებთან, რადგან მაინც ვერ მიაღწევთ სასურველ შედეგს.

თხის რქა – მზე თქვენს ზოდიაქოს ნიშანშია, ამიტომ კვირის ფავორიტიც სწორედ თქვენ ბრძანდებით. გაძლიერებული ენერგოტონუსის და იმუნიტეტის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. მოიმატებს ენთუზიაზმი და ოპტიმიზმი, საგრძნობლად გაგიუმჯობესდებათ განწყობა. შეგიძლიათ გააქტიურდეთ და შეეჭიდოთ ნებისმიერი სირთულის საქმეს, რადგან წარმატება ყველა სფეროში გარანტირებული გექნებათ. კარგი პერიოდია ავტორიტეტის გაძლიერებისა და გავლენის სფეროების გაფართოებისთვის, ძველი შეცდომების გამოსწორებისა და იდეების განხორციელებისთვის, თუმცა არ ღირს ზედმეტი სიხისტის გამოვლენა და კოლეგების გაკრიტიკება. გამოიჩინეთ მეტი მოთმინება და თავშეკავება, საქმის გარჩევა კი, შემდეგი კვირისთვის გადადეთ.

მერწყული – რთული და პრობლემური კვირაა. მართალია, ეტაპობრივად გაძლიერდება ენერგოტონუსი და გაგიუმჯობესდებათ განწყობა, მაგრამ მაინც არ ღირს საკუთარ თავზე დამატებითი ვალდებულებების აღება და პრობლემური საკითხების გადაჭრა. უმჯობესია გაიაროთ კვირა მაქსიმალურად მშვიდად, მით უფრო, რომ გააქტიურებული მოშურნეები და ფარული მტრები ჭორებითა და ინტრიგებით ეცდებიან თქვენთვის ხელის შეშლას. არ ღირს საკუთარ გეგმებზე ხმამაღლა ლაპარაკი, რადგან ძალიან გაგიჭირდებათ მათი განხორციელება დაა მხოლოდ გარშემომყოფების დაცინვას დაიმსახურებთ. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას, რადგან დასუსტებული იმუნიტეტის ფონზე არაა გამორიცხული გაგიმწვავდეთ ქრონიკული დაავადებები.

თევზები – მეტ-ნაკლებად სტაბილური კვირაა. მართალია, გაძლიერდება ენერგოტონუსი და იმუნიტეტი, მაგრამ არასტაბილური ემოციური მდგომარეობის ფონზე მაინც სწრაფად დაიღლებით და ადვილად გაღიზიანდებით. მოსაბეზრებლად მოგეჩვენებათ გარშემომყოფებთან ურთიერთობა, რამაც შესაძლოა სერიოზული კონფლიქტიც გამოიწვიოს. მოერიდეთ ხალხმრავლობას და კოლექტიურ საქმიანობაში ჩაბმას, უმჯობესია განმარტოვდეთ, კარგად გაიაზროთ საკუთარი სურვილები და იმუშაოთ მხოლოდ ინდივიდუალურ პროექტებზე. ყურადღებით შეამოწმეთ ნებისმიერი ინფორმაცია, რათა არ დაუშვათ შეცდომა და არ იზარალოთ ფინანსურად.

გეომაგნიტური დღეები – 16, 18, 19 და 20 იანვარი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები