LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კვირის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის კვირის (10-16 ივლისის) ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

1971
cagareli-ne-fot2020-2020-01-14-09-15-48-344929

მეტად რთული კვირაა, რადგან დედამიწის ნეგატიურ ენერგოველში გადასვლა ზოდიაქოს ყველა ნიშანზე უარყოფითად აისახება. გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე და ყურადღება, რადგან მოიმატებს ტრავმებისა და ავარიების, კონფლიქტების და დაპირისპირებების, ცდუნებების და შეცდომების დაშვების ალბათობა.

ვერძი  – საკმაოდ მძიმე კვირაა. დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. თავი შეიკავეთ ახალი საქმის დაწყებისა და იდეების განხორციელებისგან, მოერიდეთ ფულის უაზროდ ხარჯვას, რადგან უყაირათობა აუცილებლად ფინანსურ პრობლემებს შეგიქმნით. გამოიჩინეთ მეტი ყურადღება გარშემომყოფების მიმართ, რადგან სწორედ ამ კვირაში გააქტიურდებიან ფარული მტრები და მოშურნეები, რომლებიც ჭორებითა და ინტრიგებით ეცდებიან თქვენთვის უსიამოვნებების შექმნას. არაა გამორიცხული ურთიერთობა გაგიფუჭდეთ ოჯახის წევრებთან, მეგობრებთან და ახლობლებთან, რომლებიც ზედმეტად ბევრს მოითხოვენ თქვენგან. შეასრულეთ მხოლოდ ყოველდღიური საქმეები, მოერიდეთ რისკს და სულსწრაფი გადაწყვეტილებების მიღებას.

კურო  მეტ-ნაკლებად პოზიტიური კვირაა. მართალია, გაძლიერებული ენერგოტონუისის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა, მოიმატებს ოპტიმიზმი და შრომისუნარიანობა, შეძლებთ გააქტიურებას, ინიციატივის და ორგანიზატორული ნიჭის გამოვლენას, მაგრამ საერთო ნეგატიური გარემო და დესტრუქციული ენერგიების გაძლიერება თქვენს საქმეებსაც შეაფერხებს. არაა გამორიცხული ურთიერთობა დაგეძაბოთ კოლეგებთან და ხელმძღვანელებთან, რადგან ყველას საკუთარი სიმართლის დამტკიცება და ინტერესების დაცვა მოუნდება, გართულდება თანამშრომლობა, რაც საერთო საქმის შედეგზეც ნეგატიურად აისახება. არ აჰყვეთ ემოციებს, არ ღირს უმიზეზოდ გაღიზიანება და ნაჩქარევი გადაწყვეტილების მიღება. პატივი ეცით სხვის აზრს და ავტორიტეტს, იმოქმედეთ ინტუიციაზე დაყრდნობით, რადგან მხოლოდ ასე შეძლებთ სწორი გადაწყვეტილების მიღებას და უსიამოვნებებისგან თავის დაღწევას.

ტყუპები – საკმაოდ რთული კვირაა. დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. ხელისშემშლელი ფაქტორები გაჩნდება საქმიანობის ყველა სფეროში, რაც არ მოგცემთ თავისუფლად მოქმედების და გადაწყვეტილებების მიღების საშუალებას. არაა გამორიცხული კონფლიქტი შეგექმნათ კოლეგებთან და ხელმძღვანელებთან, რადგან უარს იტყვით იმ დავალების შესრულებაზე, რომელიც უშედეგოდ მიგაჩნიათ. არ ღირს ეგოიზმის გამოვლენა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენება, რადგან ასე მხოლოდ გარშემომყოფებს გააღიზიანებთ. თავი შეიკავეთ კაპიტალის დაბანდებისა და მსხვილი საყიდლებისგან, რათა არ შეიქმნათ ფინანსური პრობლემები. ეცადეთ კვირა მშვიდად გაიაროთ და მომავლისთვის გადადოთ მნიშვნელოვანი საქმეების შესრულება.

კირჩხიბი – ახლა თქვენი დროა, რადგან მზე თქვენს ზოდიაქოს ნიშანშია. გაძლიერებული ენერგოტონუისის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა, მოიმატებს ოპტიმიზმი და შრომისუნარიანობა, შეძლებთ გააქტიურებას, ინიციატივის და ორგანიზატორული ნიჭის გამოვლენას, თქვენს მხარეს იქნება იღბალი და გამართლება. პოზიტიური ტენდენციების მიუხედავად, მაინც არ ღირს ყურადღების მოდუნება, რადგან უარყოფითი ენერგია თქვენზეც ნეგატიურად აისახება. არაა გამორიცხული ურთიერთობა დაგეძაბოთ საქმიან და სასიყვარულო პარტნიორებთან, რომლებიც ზედმეტად ბევრს მოგთხოვენ, თქვენ კი, არაფრის დათმობის სურვილი არ გექნებათ. კარგად დაგეგმეთ საკუთარი ბიუჯეტი, რადგან ფულის უყაირათოდ ხარჯვა აუცილებლად ფინანსური პრობლემების მიზეზი გახდება. ამასთანავე, ბევრი ეცდება მოტყუებით გადაგახდევინოთ საჭიროზე მეტი, ან გამოიყენოს თქვენი ფინანსები საკუთარი კეთილდღეობისთვის.

ლომი – ერთ-ერთი ურთულესი კვირაა მთელი წლის განმავლობაში. დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას და საკუთარ თავზე ზედმეტი პასუხისმგებლობის აღებას. არ ღირს ახალი საქმის დაწყება და სამსახურის მოძიება, რადგან ერთი შეხედვით პერსპექტიული შეთავაზება საბოლოოდ მხოლოდ ზარალს და უსიამოვნებებს მოგიტანთ. გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე ფულის ხარჯვისას, რადგან მაღალია ფინანსური დანაკარგის ალბათობა. არაა გამორიცხული სწორედ ამ კვირაში შეგახსენოთ თავი ძველმა შეცდომებმა და დაპირებებმა, რომელთაც ოდესღაც გაექეცით და დააღწიეთ თავი. მეტი სიფრთხილე გმართებთ გარშემომყოფებთან ურთიერთობისას, რადგან სწორედ ამ კვირაში გააქტიურდებიან ფარული მტრები და მოშურნეები, რომლებიც ჭორებითა და ინტრიგებით ეცდებიან თქვენთვის პრობლემების შექმნას. არ ღირს ზედმეტი ლაპარაკი და საკუთარი გეგმების გამხელა, რადგან ნებისმიერი ინფორმაცია ისევ თქვენს წინააღმდეგ იქნება გამოყენებული.

ქალწული – ნაკლებად სტაბილური კვირაა. მართალია, გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა, მოიმატებს ოპტიმიზმი და შრომისუნარიანობა, მაგრამ ძალიან გაგიჭირდებათ საკუთარი ვალდებულებების შესრულება, რაც ნეგატიურად აისახება თქვენს ავტორიტეტსა და რეპუტაციაზე. განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა გმართებთ მგზავრობისა და მოგზაურობისას, რადგან მაღალია არასასიამოვნო სიურპრიზების ალბათობა. გამოიჩინეთ მეტი ყურადღება ხელმძღვანელებთან და საქმიან პარტნიორებთან ურთიერთობისას, რომლებიც სერიოზულ ოპონირებას გაგიწევენ საკუთარი ინტერესების დასაცავად. თავი შეიკავეთ რისკისა და სულსწრაფი გადაწყვეტილებების მიღებისგან. არ ღირს ახალი საქმის დაწყება და სამსახურის მოძიება, უმჯობესია ისარგებლოთ შვებულებით, მეტი დაისვენოთ და აღიდგინოთ დაკარგული ენერგია.

სასწორი – საკმაოდ რთული კვირაა. დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. მართალია, კვირის პირველ ნახევარში შეძლებთ მნიშვნელოვანი შეხვედრების გამართვას და მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებას, მაგრამ მეორე ნახევარში განსაკუთრებით გააქტიურდებიან ფარული მტრები და მოშურნეები, რომელთა ჯიბრი და ბოღმა არ მოგცემთ მშვიდად ცხოვრების და ნორმალურად მუშაობის საშუალებას. არაა გამორიცხული ისე გაგანაწყენოთ ახლობლებმა, რომ მათთან საერთოდ შეწყვიტოთ ურთიერთობა. მოემზადეთ არასასიამოვნო სიურპრიზებისთვის, გეგმების სპონტანურად შეცვლისა და მნიშვნელოვანი შეხვედრების გადასადებად. გამოიჩინეთ მეტი თავშეკავება, მოერიდეთ სხვის საქმეში ჩარევას და დაპირისპირებული მხარეებს შორის საქმის გარჩევას, რადგან საბოლოოდ ისევ თქვენ აღმოჩნდებით დამნაშავე.

მორიელი – ნაკლებად სტაბილური კვირაა. მართალია, გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა, მოიმატებს ოპტიმიზმი და შრომისუნარიანობა, მაგრამ ძალიან გაგიჭირდებათ გარშემომყოფებთან ურთიერთობის მოწესრიგება და კონფლიქტებისგან თავის დაღწევა. არაა გამორიცხული გამოჩნდნენ ძველი ნაცნობები, რომლებიც სწორედ ახლა შეგახსენებენ წყენას და ეცდებიან საქმის გარჩევას. იმოქმედეთ ფრთხილად და თავშეკავებით, არ აჰყვეთ სხვათა პროვოკაციას, რადგან ასე მხოლოდ საკუთარ რეპუტაციას აზარალებთ. გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე მგზავრობისას და მოგზაურობისას, რადგან მაღალია ტრავმებისა და ავარიების ალბათობა. მაქსიმალურად შეზღუდეთ ურთიერთობა გარშემომყოფებთან, იმოქმედეთ მხოლოდ ინტუიციაზე დაყრდნობით და მოერიდეთ სულსწრაფი გადაწყვეტილებების მიღებას.

მშვილდოსანი – რთული და დაძაბული კვირაა. დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა, სწრაფად დაიღლებით და ადვილად გაღიზიანდებით. მეტი მოთმინება და თავშეკავება გმართებთ საქმიან და სასიყვარულო პარტნიორებთან ურთიერთობისას, რადგან ძალიან გაგიჭირდებათ საერთო ენის გამონახვა და კონფლიქტებისგან თავის დაღწევა. მართალია, საკუთარ პრინციპებთან ერთად სხვისი დაცვაც მოგიწევთ, მაგრამ მაინც არ ღირს ზედმეტი აგრესიის გამოვლენა, რადგან ჩხუბით ნამდვილად ვერ შეძლებთ სასურველი შედეგის მიღწევას. მოერიდეთ ფულის უყაირათოდ ხარჯვას, რათა არ აღმოჩნდეთ სერიოზული ფინანსური სირთულეების წინაშე.

თხის რქა – მეტ-ნაკლებად სტაბილური კვირაა. მართალია, გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა, მოიმატებს ოპტიმიზმი და შრომისუნარიანობა, ნებისყოფა და შეუპოვრობა, მაგრამ საერთო დაძაბულობის ფონზე ვერც თქვენ შეძლებთ უსიამოვნებებისგან თავის დაღწევას. არ ღირს ზედმეტად გაჯიუტება, ეგოიზმის და პრინციპულობის გამოჩენა. აკვიატებული აზრი, თითქოს თქვენზე უკეთ ვერავინ შეასრულებს საერთო საქმეს მხოლოდ პრობლემებს შეგიქმნით საქმიან პარტნიორებთან ურთიერთობისას, რადგან მათი აზრის უგულებელყოფა სერიოზული ფინანსური დანაკარგის მიზეზი გახდება. გამოიჩინეთ მეტი თავშეკავება და დიპლომატია, არ ღირს უმნიშვნელო წყენის გამო ახლობლებზე გაბრაზება და მათთან ურთიერთობის გაფუჭება. ეცადეთ კვირა მშვიდად გაიაროთ, ახლი პროექტების განხორციელება კი, შემდეგი კვირისთვის გადადოთ.

მერწყული – რთული, მეტად დისჰარმონიული კვირაა. დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. გამოიჩინეთ მეტი ყურადღება სამსახურში, კოლეგებთან ურთიერთობისას, რადგან გაძლიერდება ჭორები და ინტრიგები, ბევრი ეცდება თქვენი რეპუტაციის და ავტორიტეტის შელახვას. კონფლიქტია მოსალოდნელი ახლობლებთან და მეგობრებთანაც, რომლებიც დახმარების ნაცვლად მხოლოდ იმედს გაგიცრუებენ. მოერიდეთ ფინანსური ხელშეკრულებების გაფორმებას, რადგან მაღალია მოტყუების ალბათობა, არ ღირს ფულის უყაირათოდ ფლანგვა, რათა არ აღმოჩნდეთ გაუთვალისწინებელი ხარჯის წინაშე. ეცადეთ კვირა მშვიდად გაიაროთ, დაისვენოთ და მეტი ყურადღება მიაქციოთ საკუთარ ჯანმრთელობას.

თევზები – დინამიური, თუმცა მეტად რთული კვირაა. მართალია, გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა, შეძლებთ შემოქმედებითი ნიჭის და უნარის გამოვლენას, მაგრამ კვირის მეორე ნახევარში ურთიერთობა დაგეძაბებათ მეგობრებთან და ნათესავებთან. არაა გამორიცხული შეიძინოთ ახალი ნაცნობები, რომლებიც სასიამოვნო შეთავაზებით გაგახარებენ, თუმცა საკუთარი წესებითა და პირობებით  გაიძულებენ მოქმედებას. ეცადეთ გამოიჩინოთ მეტი დიპლომატია და დელიკატურობა, რადგან ჩხუბითა და კონფლიქტით მხოლოდ გაიფუჭებთ გარშემომყოფებთან ურთიერთობას.

გეომაგნიტური დღეები – 10, 11, 14 და 16 ივლისი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები