საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, ხვალ, 13 ნოემბერს საგანგებო ბრიფინგი ჩანიშნა.
როგორც “ფორტუნას” მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, კვირიკაშვილი ბრიფინგს მთავრობის ადმინისტრაციაში 11 საათზე გამართავს.
ბრიფინგის თემა კი მთავრობაში დაგეგმილი სტრუქტურული და საკადრო ცვლილებები იქნება.