LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“კვირიკაშვილის წასვლა და გახარიას დანიშვნა თამაშის დასასრული იყო…მაშინვე “გაზპრომთან” დადეს ხელშეკრულება” – ხიდაშელი

149
BeFunky-collage (3)

საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი “მთავარი არხის” ეთერში საუბრობს, რომ გიორგი კვირიკაშვილის ხელისუფლებიდან წასვლა და მის მაგივრად გიორგი გახარიას დანიშვნა [ივანიშვილის მხრიდან] თამაშის დასასრული იყო.

მისი თქმით, ეს იყო პირველი, უკვე ღიად გაცხადებული ნიშანი იმისა, თუ საით უნდა წასულიყო ქვეყანა.

“2012 წელს მიხეილ  სააკაშვილის მატარებელი წასული იყო. ერთი ძლიერი შემოძახება სჭირდებოდა და სწორედ ეს უზრუნველყო ბიძინა ივანიშვილმა. მგონია, რომ მას გაუჩნდა განცდა მიუღებლობის. ივანიშვილი არ მიიღო დასავლეთმა. ეს ანგარიშსწორებაა, არანაირი რაციონალიზაცია დღეს სააკაშვილის მდგომარეობის არ არსებობს. ვერ ვხედავთ ვერანაირ ლოგიკას, ეს კაცი ნებისმიერ მომენტში შეიძლება დაიღუპოს.

ფურცელი გადაიშალა გიორგი კვირიკაშვილის ხელისუფლებიდან წასვლით. ეს იყო თამაშის დასასრული ივანიშვილის მხრიდან. რუსული სკოლის გაზრდილი გახარიას დანიშვნა ამ ქვეყანაში, იყო პირველი, უკვე ღიად გაცხადებული ნიშანი იმისა, თუ საით უნდა წასულიყო ქვეყანა. როგორც კი გამოვეცალეთ პირველი აქტი, რომელსაც კალაძემ ხელი მოაწერა, “გაზპრომთან” დადებული ხელშეკრულება იყო”, – აცხადებს ხიდაშელი.