„კვირაზე ნაკლებ დროში მხოლოდ ბახმუტის მიმართულებით 1 000-ზე მეტი რუსი ოკუპანტი განადგურდა”, – აღნიშნულის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
მისივე თქმით, უკრაინა არ მისცემს რუსეთის ფედერაციას უფლებას, გაანადგუროს ლავრები და მოიპაროს ძვირფასი ნივთები.
„ერთ კვირაზე ნაკლებ დროში, 6 მარტიდან, მხოლოდ ბახმუტის მიმართულებით, განადგურდა 1100-ზე მეტი მტრის ჯარისკაცი – ეს არის შეუქცევადი დანაკარგები რუსეთისთვის, დანაკარგები სწორედ იქ, ბახმუტთან ახლოს. გარდა ამისა, მინიმუმ 1500 მტრის სანიტარული დანაკარგი – ესაა ზარალი, რომელიც შეუთავსებელია ბრძოლის გაგრძელებასთან. გარდა ამისა, განადგურდა მტრის ათობით სამხედრო მანქანა. პლუს რუსული საბრძოლო მასალის ათზე მეტი დამწვარი საცავი.
ამ კვირაში არის მოძრაობა ჩვენი სულიერი დამოუკიდებლობის გასაძლიერებლად. ამას საზოგადოება ხედავს. ვხედავ უკრაინელების თანხმობას ჩვენი ამ ნაბიჯების მიმართ, რომლებიც სრულიად ლეგალურია. ჩვენ გავაგრძელებთ მოძრაობას. ჩვენ არ მივცემთ უფლებას ტერორისტულ სახელმწიფოს, ჰქონდეს რაიმე შესაძლებლობა, მოახდინოს ჩვენი ხალხის სულიერებით მანიპულირება, გაანადგუროს უკრაინული სიწმინდეები“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.