LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კვირაში ერთხელ თქვენ არ დადიხართ პარლამენტში და პრემიერმინისტრი როგორ ივლის? – ქუცნაშვილი კანდელაკს მიმართავს

95

პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე “ევროპული საქართველოს” წარმომადგენელი გიორგი კანდელაკი დაინტერესდა, ივლის თუ არა მამუკა ბახტაძე პრემიერმინისტრობის შემთხვევაში, პარლამენტში რეგულარულად ისევე, როგორც ეს იმ ქვეყნებში ხდება, რომელიც პრემიერმინისტრობის კანდიდატმა მისაბაძ მაგალითებად დაასახელა. ეს კითხვა კანდელაკმა ბახტაძეს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე დაუსვა. თუმცა, იქამდე ვიდრე მამუკა ბახტაძეს პასუხის გაცემის შესაძლებლობა მიეცემოდა, კანდელაკს ზაქარია ქუცნაშვილმა უპასუხა.

თქვენ ისაუბრეთ ბალტიის ქვეყნების მისაბაძობაზე, რომ მოგწონთ სხვადასხვა პრაქტიკები. გუშინ დაგისვით მე კითხვა, ჩვენ ვართ საპარლამენტო რესპუბლიკა და იცით, მაგალითად, ესტონეთში რა სიხშირით დადის პრემიერმინისტრი პარლამენტში კითხვებზე პასუხის გასაცემად? -კვირაში ერთხელ. ბატონო მამუკა, გვპირდებით თუ არა, რომ თქვენ როგორც საპარლამენტო რესპუბლიკის პრემიერმინისტრი პარლამენტში, საქმიან ვითარებაში, შეზღუდული დროით თუნდაც, ივლით რეგულარულად? თუნდაც, თვეში ერთხელ,”- აღნიშნა გიორგი კანდელაკი.

კანდელაკის შემდეგ კითხვის დასმის საშუალება სხდომაზე ზაქარია ქუცნაშვილს მიეცა, რომელიც გიორგი კანდელაკს გამოეხმაურა – “კვირაში ერთხელ თქვენ არ დადიხართ ბატონო გიორგი პარლამენტში და პრემიერმინისტრი როგორ ივლის?”- აღნიშნა ზაქარია ქუცნაშვილმა.