12 ნოემბერს, რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე ავტორბოლაში საერთაშორისო შეჯიბრება გაიმართება.
რბოლაში სხვადასხვა კლასის ავტომობილები მიიღებენ მონაწილეობას.
საზეიმო ცერემონიალი 12:00 საათზე დაიწყება – მოხდება სასტარტო ბადეზე მონაწილეთა განლაგება და გაჟღერდება საქართველოს ეროვნული ჰიმნი.
რბოლის პროგრამა ასეთია:
13:35 – რბოლა – ფორმულა ალფა და Youngtimers კლასი
14:15 – გამარჯვებულთა დაჯილდოვება
14:25 – რბოლა – Legend Cars კლასი
14:55 – გამარჯვებულთა დაჯილდოვება
15:15 – რბოლა BMW Compact / Youngtimers Touring
15:45- გამარჯვებულთა დაჯილდოვება
16:05 – რბოლა – Legends by Legends ( ვეტერანების რბოლა)
16:35 – გამარჯვებულთა დაჯილდოვება საზეიმო ფოიერვერკი
ბილეთების შეძენა შესაძლებელია TKT.GE-ზე.
საინტერესოა, რომ ბილეთის ფასი მოიცავს ტრიბუნებსა და პადოკზე დასწრების, ასევე პარკირების უფლებას.
რბოლის პარალელურად დაგეგმილია ძვირფასი ავტომობილებისა და მოტოციკლების გამოფენა, ასევე ოფროუდ და ენდურო ტექნიკის გამოფენა, განთავსებული იქნება სხვადასხვა კომპანიების საინფორმაციო და პრომო სტენდები.
დაჯილდოვების შემდეგ 30 წუთის განმავლობაში ჩემპიონებისგან ავტოგრაფების მიღება იქნება შესაძლებელი. ასევე რბოლის შემდეგ შეძლებენ მაყურებლები ავტომობილების ტექნიკურ შემოწმებისთვის განკუთვნილი ზონის სტუმრობას.
კარტინგით გასეირნების მსურველებისთვის კი კარტინგის მცირე ტრასა იქნება ხელმისაწვდომი.
გათამაშდება შემდეგი თასები:
Rustavi International Challenge -2017 -ის თასი ფორმულას კლასი Legend Cars კლასი, BMW Compact / Youngtimers Touring (სპორტული ჟიგული);
2017 წლის წრიულ რბოლებში საქართველოს ჩემპიონატის მე-6 ეტაპი – ფორმულა ალფას, ლეგენდ ქარს და ძარიანი ავტომობილების კლასებში;
Legends by Legends ( ვეტერანების რბოლა) 60+ ასაკის ვეტერანი მრბოლელები 2 კაციანი ეკიპაჟით 8 ქვეყნიდან Legend Car-ებით ჩაატარებენ პრესტიჟის რბოლას თავიანთი ქვეყნების სახელით.