LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კვიპროსზე სავარაუდოდ სერიული მკვლელი დააკავეს

225
კვიპროსი

კვიპროსზე სავარაუდოდ სერიული მკვლელი დააკავეს, რომელიც ორი ქალის მკვლელობაშია ეჭმიტანილი. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო “როიტერი” ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, გაუჩინარებულია 6 წლის ბავშვი, რომელიც სავარაუდოდ ასევე მოკლულია.

ქალების ცხედრები ერთი კვირის ინტერვალით ნიქოზიასგან დაახლოებით 30 კილომეტრში მდებარე მიტოვებულ მაღაროში იპოვეს. ერთ-ერთი მოკლული 39 წლის ფილიპინელია, რომელიც 2018 წლის მაისში თავის ექვსი წლის გოგონასთან ერთად გაუჩინარდა. მეორე მოკლული სავარაუდოდ ასევე ფილიპინელი 28 წლის ქალია, რომელსაც ასევე გასული წლის შემდეგ ეძებდნენ.

სამი ადამიანის მკვლელობაში ეჭვმიტანილი კვიპროსის არმიის ოფიცერია. გამოძიება ეჭვობს, რომ ის ქალებს გაცნობის ონლაინ-ვებგვერდის საშუალებით უკავშირდებოდა.

ამჟამად მყვინთავები მიტოვებული მაღაროს მახლობლად მდებარე ტბაში ბავშვის ცხედარს ეძებენ.

როგორც კვიპროსის პოლიციაში განაცხადეს, დანაშაული კვიპროსისთვის უპრეცედენტოა, რადგან მათ პირველად აქვთ საქმე სერიულ მკვლელთან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები