კვიპროსში საპრეზიდენტო არჩევნებში მოქმედმა პრეზიდენტმა გაიმარჯვა. არჩევნების მეორე ტურში ნიკოს ანასტასიადისს ამომრჩეველთა თითქმის 56%-მა დაუჭირა მხარი.
მან დამაჯერებელი გამარჯვება მემარცხენე ძალების წარმომადგენელზე მოიპოვა, რომელსაც ამომრჩეველთა 44% მიემხრო.
მეორე ვადით არჩეული პრეზიდენტის მთავარ ამოცანად კვლავ 2-ნაწილად გაყოფილი კვიპროსის გაერთიანება იქნება.
არჩეული პრეზიდენტი ქვეყნის სათავეში მომავალი 5 წლის განმავლობაში დარჩება.