LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კვიპროსის აეროპორტში საქართველოს 4 მოქალაქე დააკავეს

311
აეროპორტი

კვიპროსის აეროპორტში უკვე მეორე დღეა სამართალდამცველებს საქართველოს 4 მოქალაქე ჰყავთ დაკავებული. მიზეზი მათთვის უცნობია. ინფორმაციას “რუსთავი2” ავრცელებს. ტელეკომპანიის ცნობით, ერთ-ერთი მათგანი დიაბეტითაა დაავადებული. შალვა სპიროვი “რუსთავი2″თან ამბობს, რომ ის შეუძლოდ გახდა, ექიმთან მიიყვანეს, თუმცა მისთვის მედიკამენტოზური დახმარება არ გაწქევიათ. დაკავებულებს არ აქვთ საკვები და წყალი, სჭირდებათ დახმარება. მათ არც იმას ეუბნებიან, თუ როდის მოხდება მათი გათავისუფლება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები