LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კვიპროსი ვაქცინირებული ტურისტებისთვის შეზღუდვებს ამსუბუქებს

93
Untitled design (1)

კვიპროსი ტურისტებისთვის კოვიდრეგულაციების შემსუბუქებას იწყებს.

ტურისტებს, რომლებსაც ვაქცინის ორივე დოზა აქვთ მიღებული, კვიპროსში შესვლის დროს არ მოუწევთ ტესტის წარდგენა და სავალდებულო კარანტინის გავლა.

აღნიშნული შეღავათით ისარგებლებენ 65 სახელმწიფოს წარმომადგენლები, მათ შორის საუბარია ევროკავშირის წევრ ქვეყნებზე, ასევე აშშ-ზე, რუსეთსა და უკრაინაზე.

როგორც გუშინ ჯანდაცვის მინისტრმა კონსტანტინოს იოანუმ განაცხადა, კვიპროსი თანდათან გადადგამს ნაბიჯებს სოციალური და ეკონომიკური საქმიანობის უფრო ნორმალურ ტემპში დასაბრუნებლად, მოქალაქეებს კი თავისუფალ გადაადგილების საშუალებას მისცემენ:

“ჯანმრთელობის პროტოკოლების შემუშავებით, მოსახლეობის ტესტირებით და ვაქცინაციის პროგრამის დაჩქარებით, კვიპროსი მნიშვნელოვან ნაბიჯს დგამს გაურკვევლობიდან გამოსასვლელად.” – განაცხადა მინისტრმა.

კვიპროსის მაცხოვრებლებს აღარ მოუწევთ პასუხის გაცემა სპეციალურ ტექსტურ შეტყობინებაზე, თუ რატომ გადიან სახლიდან. ამა თუ იმ დაწესებულებაში შესასვლელად კი ვალდებულნი იქნებიან წარადგინონ კოვიდსერთიფიკატი, რომელსაც ხელისუფლება “უსაფრთხოების საშვს” უწოდებს.

მთავრობა ვაქცინაციის პროცესის კიდევ უფრო გაფართოებასაც აპირებს, მოსახლეობის 65 % უკვე აცრილია ვაქცინის ერთი დოზით. კვიპროსში ამ დრომდე მოქმედებს ე.წ. კომენდანტის საათიც 23:00 საათიდან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები