LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კვიპროსი უცხოელ ტურისტებს კორონავირუსის მკურნალობის ხარჯებს დაუფარავს

93
Aiya-Napa-Cyprus-Main

ტურისტები, რომლებიც ზაფხულს ამ ქვეყენაში გაატარებენ და ხმელთაშუა ზღვაზე დასვენების დროს დაავადდებიან, მედიკამენტებისა და საკვების საფასურს არ გადაიხდიან. კვიპროსის ბიუჯეტიდან დაიფარება ინფიცირებულთა ოჯახის წევრების ქვეყენაში დარჩენისა და კვების ხარჯებიც.

სპეციალურად ტურისტებისთვის იქნება გამოყოფილი საავადმყოფო, სადაც 100 საწოლი განთავსდება, ხოლო მათი ოჯახის წევრები სასტუმროებში დარჩებიან.

შეგახსენებთ, კვიპროსში სასტუმროები ტურისტების მიღებას უკვე 9 ივნისიდან შეძლებენ. პირველ ეტაპზე საზღვარი გაიხსნება გერმანიის, საბერძნეთისა და ისრაელის მოქალაქეებისთვის. 20 ივნისიდან ამ ნუსხას უნდა დაემატოს ცენტრალური ევროპის ქვეყნები.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები