კვენტინ ტარანტინო უკვე ათობით წელია გვანებივრებს თავისის გამორჩეული კინო-შედევრებით, თუმცა სულ ცოტა ხნის წინ სამწუხარო ინფორმაცია გავრცელდა. რეჟისორი კარიერას მომდევნო ფილმით დაასრულებს. ამის შესახებ ვარსკვლავმა ინფორმაცია თავად გააჟღერა.
გადაცემაში, Real Time With Bill Maher სტუმრობისას ტარანტინომ ფილმის „ერთხელ ჰოლივუდში“, მიხედვით შექმნილი ნოველისა და საკუთარი კარიერის შესახებ ისაუბრა.
კვენტინ ტარანტინომ ფილმის „ერთხელ ჰოლივუდში“ მიხედვით რომანი დაწერა
„ვიცი კინემატოგრაფიის ისტორია და ის, რომ ამ ეტაპიდან რეჟისორები უკეთეს შედეგებს ვეღარ აღწევენ. მე ყველაფერი გავაკეთე, რაც შემეძლო“, – განაცხადა ტარანტინომ.
შეგახსენებთ, მისმა უკანასკნელმა ნამუშევარმა, „ერთხელ ჰოლივუდში“ რეჟისორს „ოსკარის“ 10 ნომინაცია და 2 გამარჯვება მოუტანა.