ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში კვებითი ინტოქსიკაციის ნიშნებით 10 ბავშვი შეიყვანეს, მათ შორის ერთი შვიდი თვის გოგონაა. ბავშვები ზუგდიდში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ქალთან ერთად ცხოვრობდნენ.
არსებული ინფორმაციით, ისინი უკრაინის მოქალაქეები არიან და აღნიშნულ ბინაში ქირით ცხოვრობდნენ.
როგორც „ლაივპრესს“ „ევექსის“ წარმომადგენელმა გიორგი ნიორაძემ განუცხადა, ბავშვებს აღენიშნებათ დიარეა და პირღებინება. მისივე თქმით, ამ დროისთვის ბავშვების ჯანმრთელობის მგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
დღეს მათ სპეციალიზირებულ კლინიკაში, კერძოდ, ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანენ.