LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კვების რაციონი შესაძლოა თავის ტკივილის მიზეზი იყოს – 4 რჩევა დიეტოლოგისგან

58
stressed-woman-desk

თავის ტკივილები მსოფლიოში მილიონობით ადამიანის პრობლემაა და ამერიკელმა დიეტოლოგმა ემი გუდსონმა გადაწყვიტა აეხსნა, თუ რა კავშირია არაჯანსაღ კვებასა და ამ პრობლემას შორის.

1. საკვების გამოტოვება
ექსპერტის განცხადებით, ხშირად თავის ტკივილის მიზეზი სისხლში შაქრის დაბალი დონეა. ასეთი რამ კი მაშინ ხდება, როცა საკვებს დიდი ხნის განმავლობაში არ იღებთ. სადილის ან ლანჩის გამოტოვებას არა მხოლოდ თავის ტკივილს, არამედ თავბრუსხვევის გამოწვევაც შეუძლია.

2. დაბალანსებული კვება
სისხლში შაქრის დონის ვარდნის მეორე მიზეზი ნაკლებად დაბალანსებული კვებაა. მაგალითად, თუკი ბევრ ნახშირწყალს მიიღებთ, თავიდან შაქრის დონე მოიმატებს, თუმცა ცილების სიმცირის გამო შემდეგ ორმაგად დაეცემა. ასე რომ, რაციონი მაქსიმალურად სწორად უნდა შეადგინოთ.

3. ზედმეტი შაქრის მიღება
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ზედმეტი ტკბილეულის მიღება შესაძლოა თავის ტკივილის მთავარი მიზეზი იყოს. ასეთ დროს საუკეთესო გადაწყვეტილება ხელოვნურ დანამატებზე უარის თქმა და სისხლისთვის საჭირო შაქრის – ხილით და ნატურალური წვენებით შევსებაა.

4. ყავა უზმოზე
კოფეინსა და თავის ტკივილს შორის არსებული კავშირის შესახებ ყველას გვსმენია. თავის ტკივილს იწვევს ბევრი ყავა და ანალოგიური ეფექტი აქვს მის სიმცირესაც.
კოფეინზე ყველა ორგანიზმს განსხვავებული რეაქცია აქვს, თუმცა ერთი რამ ფაქტია – ყავა ნერვული სისტემის სტიმულირებას იწვევს. კოფეინის უზმოზე მირთმევას თავის ტკივილების და შფოთვის გამოწვევაც შეუძლია.
სწორედ ამიტომ, ფინჯანი ყავა დაბალანსებული საუზმის შემდეგ უნდა მიირთვათ და ამ შემთხვევაში ის სასარგებლოც კი იქნება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები