LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კვების ობიექტები შაბათ-კვირას „დელივერის“ სერვისით შეძლებენ მუშაობას

80
hotsale-mitana

ვიცე-პრემიერის ინფორმაციით, კვების ობიექტები შაბათ-კვირას „დელივერის“ სერვისით შეძლებენ მუშაობას.

„15 თებერვლიდან, არა მხოლოდ აჭარაში, არამედ სრულიად საქართველოში, ყველა ქალაქში, კვების ობიექტების ფუნქციონირება ღია სივრცეებში შესაძლებელი იქნება. აქაც შეგახსენებთ, რომ შაბათ-კვირის განმავლობაში კვების ობიექტები გააგრძელებენ მხოლოდ „დელივერის”, მიტანა და გადატანის სერვისით ფუნქციონირებას”,-აცხადებს მაია ცქიტიშივილი.

შეგახსენებთ, მთავრობის გადაწყვეტილებით, 15 თებერვლიდან კვების ობიექტები და რესტორნები ღია სივრცეში განაახლებენ ფუნქციონირებას, თუმცა, ​კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები შაბათ-კვირას შენარჩუნდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები