LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კვებასთან დაკავშირებული პრობლემები არ გვაქვს, კრიტიკული პერიოდი გავლილია: ექიმი სააკაშვილის მკურნალობაზე

64
ელენე გიორგაძე

კარგი ამბავი არის ის, რომ საერთო ცილა არის 61, ამას ჰქონდა ძალიან დიდი მნიშვნელობა, ანუ საერთო ცილა არის ნორმის ფარგლებში, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მონიტორინგის მიზნით შექმნილი სახელმწიფო კონსილიუმის წევრმა, ექიმმა ელენე გიორგაძემ განაცხადა.

გიორგაძის ინფორმაციით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მკურნალობისა და რეაბილიტაციის პროცესში კრიტიკული ეტაპი გადალახულია.

„მოგახსენებთ, რომ დინამიკა არის დადებითი, ძალიან კარგი ამბავი არის ის, რომ საერთო ცილა არის 61, ამას ჰქონდა ძალიან დიდი მნიშვნელობა, ანუ საერთო ცილა არის ნორმის ფარგლებში. ალბუმინი გახლავთ 35, ეს ნიშნავს, რომ ზოგიერთი მაჩვენებელი უკვე მოდის ნორმის ფარგლებში. პარალელურად, ვიძახებთ სხვადასხვა ექიმს. დღეს იყო ოფთალმოლოგი და მისი განცხადებით, მკურნალობა არ ესაჭიროება. გაფართოვდა კალორაჟი, ასევე გაფართოვდა რაციონიც, მისი ორგანიზმი გვაძლევს ამის საშუალებას და მივდივართ მშვიდად. პროგნოზების გაკეთება მე არ მიყვარს, მოგახსენებთ ყოველდღიური მდგომარეობით, ჯერჯერობით კვებასთან დაკავშირებული პრობლემები არ გვაქვს, ამ პერიოდს გავდივართ მშვიდად, კრიტიკული პერიოდი გავლილია”, – განაცხადა ელენე გიორგაძემ.