ვრცელდება ინფორმაცია, რომ აჭარაში, კვარიათის ცენტრალურ საავტომობილო გზაზე ქალს ავტომანქანა დაეჯახა.
არსებული ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა სასტუმროსთან, სადაც დაშავებული უკრაინელი ქალი დედასთან ერთად, დროებით ცხოვრობს.
რადიო თავისუფლების ცნობით, ავტობუსიდან ჩამოსული ქალი კვარიათის ცენტრალურ გზაზე გადადიოდა, რა დროსაც მსუბუქი ავტომობილი ავტობუსისთვის გვერდის ასავლელად საპირისპირო მონაკვეთზე გადავიდა და ქალს დაეჯახა.
გავრცელებული ინფორმაციით, ქალს თავის ქალის ტრავმა აღენიშნება და ის ბათუმის ერთ-ერთ საავადმყოფოშია გადაყვანილი.
“ფორტუნა” დეტალების დაზუსტებას შინაგან საქმეთა სამინისტროში ცდილობს.
ინფორმაცია მიღებისთანავე განახლდება.