ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულების წინასასამართლო პროცესი გრძელდება.
დღევანდელ სხდომაზე ადვოკატები მათ მიერ დაყენებულ შუამდგომლობაზე მოსამართლის გადაწყვეტილებას ელოდებიან.
ბოლო პროცესზე ერთ-ერთმა დაკავებულმა, აკო ჭელიძემ დანაშაული აღიარა, თუმცა ჯგუფურად მოქმედება უარყო.
რაც შეეხება მეორე ბრალდებულს, გიორგი კავილაძეს, ის ერთადერთ დანაშაულად იმ ფაქტს მიიჩნევს, რომ მომხდარის შესახებ პოლიციას არ შეატყობინა.
მკვლელობა თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე რამდენიმე თვის წინ მოხდა. ბრალდებულები პოლიციამ მოგვიანებით დააკავა.