LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კვარა ისტორიაში შევიდა: ყველაზე ცოტა დრო გოლებისთვის და რონალდოზე წინ

47
657657657

ხვიჩა კვარაცხელიას დიდებული თამაშის ფონზე ასეთივე შედეგები გრძელდება. თქვენ წარმოიდგინეთ და ქართველი ფეხბურთელი სერია ა-ს ისტორიაში შევიდა. ჩვენიანი გახდა პირველი, ვინც ყველა ტურნირზე 8 გოლი და 8 ასისტი დააგროვა ყველაზე მოკლე დროში – ხვიჩას ასეთი შედეგისთვის 1128 წუთი დასჭირდა.

აქამდე საუკეთესო შედეგი ჰქონდა „ნაპოლის“ ყოფილ არგენტინელ ფორვარდს, გონსალო იგუაინს, რომელმაც 8+8 ქულა 1723 წუთში მოასწრო.

საინტერესოა, რომ ხუთეულში ისეთი ფეხბურთელბი არიან, როგორებიც კრიშტიანო რონალდო, ედინ ჯეკო და ზლატან იბრაჰიმოვიჩი არიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები