ტრაგიკულად დაღუპული 16 წლის მოზარდის, სოფიო ნიკოლეიშვილის დედა, ლანა ნიკოლეიშვილი იხსენებს იმ დღეს, როდესაც შვილის დაკარგვის შესახებ აცნობეს. ამის შესახებ მან გადაცემაში “ბაიასთან” ისაუბრა.
ტრაგედია 2019 წლის გაზაფხულზე, მაისში მოხდა.
“იქვე კუთხეში იატაკზე ვეგდე ქალი გამწარებული და სკოლის დირექტორი ისე იდგა, თანამშრომლებს ამშვიდებდა, ჩვენ ახლა დავწყნარდეთ, ჩვენი მანქანა გამართული იყო. ექიმი გვახლდა. მარშრუტზე ყველაფერი გაწერილი იყო, დოკუმენტი გვიდევს.
ბავშვი ნაპოვნი არ იყო. მეორე დღეს ამოიყვანეს სადღაც, 2 საათზე. იმ ღამეს უკვე ცდილობდა [სკოლის დირექტორი] თავის გადარჩენას”, – ამბობს სოფიო ნიკოლეიშვილის დედა.
მან ექსკურსიაზე გამგზავრებამდე, შვილთან დიალოგიც გაიხსენა.
“იმ დღეს დაბლა მარკეტთან დავხვდი. რაღაცები შევუძინე წასაღებად. მანქანაში ვიჯექი და ვუყურებდი, როგორ მოადგა სკოლის ავტობუსი. არც გადავსულვარ. იქვე მანქანაში მომიბრუნდა და მეუბნება – შენ ზოგჯერ კი ხარ, გიჟიო [რაღაცნაირად ყველაფერს ვუკრძალავდი] მაგრამ შენზე კარგი დედა არავის ჰყავს ამქვეყნადო. მაკოცა და წავიდა.
სარკეში ვუყურებდი, როგორ გაიღო მანქანის კარები და წავიდა. როცა ჩავიდა, დამირეკა. ისეთი ბედნიერი ხმა ჰქონდა. მე არასდროს ვიცოდი ჩემი შვილების შეწუხება, როდესაც ექსკურსიაზე მიდიოდნენ. უფრო საღამოსკენ ვეტყოდი, რომ აბა, სად ხართ, მოლოდინის რეჟიმში ვარ. სადღაც 6 საათამდე მართლა არ დამირეკავს. ტელეფონს არ იღებს. გავბრაზდი, რას აკეთებს ასეთს. შემდეგ დამრიგებელს დავურეკე. არც მან მიპასუხა. ვრეკავ სალომესთან და ვეუბნები, რომ ბავშვი არ მპასუხობს. სალომემაც დამიგვიანა პასუხი. ამ დროს, თურმე მისთვის ჩაუგდიათ ინფორმაცია, რომ ჩანჩქერში დაკარგულ გოგონას ეძებენ.
ბოლოს აიღო კლასელმა ტელეფონი და მითხრა, რომ 4 ბავშვი დაგვეკარგა, დამრიგებელი კი ცუდად არის, საავადმყოფოშიაო. მითხრა, რომ გზა აებნათ და მათ შორის, სამწუხაროდ, სოფიც არისო. მატყუებდნენ. არ მეუბნებოდნენ სიმართლეს…
ბოლოს პოლიციაში მითხრეს რა მდგომარეობაც იყო”
გარდაცვლილი სოფი ნიკოლეიშვილის დედა: „რას ვგრძნობ შენი დაკარგვიდან 23-ე დღეს? ვიხარშები…“