LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, კუს ქანდაკების დადგმა 19 ათას ლარზე მეტი დაჯდება

97
33-14

კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, კუს ქანდაკების განთავსებაზე მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული ცნობილია.

როგორც სახელმწიფო შესყიდვის ელექტრონული აუქციონის დოკუმენტშია აღნიშნული, კუს ქანდაკებას ინდ. მეწარმე ბექა ჯიქია დადგამს, რომელიც აღნიშნულ სამუშაოებს 19,195 ათას ლარად შეასრულებს. სატენდერო პირობებით, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 23 992 ლარი იყო.

სატენდერო პირობების თანახმად, მიმწოდებელმა უნდა განახორციელოს კუს ქანდაკების ტრანსპორტირება და კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ სკვერში კვარცხლბეკზე მონტაჟი. სამუშაოების მიწოდების ვადად კი, ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან 70 კალენდარული დღე (ექსპერტიზის მომსახურების ვადის ჩათვლით) არის განსაზღვრული.

შეგახსენებთ, თბილისის მერმა, 28 აპრილს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიის რეკონსტრუქცია იგეგმებოდა. კახა კალაძემ ამ მიმართულებით მუშაობა, ვიცე-მერ ირაკლი ხმალაძეს დაავალა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები