გასული წლის გახმაურებული ფილმი „საშობაო ქრონიკები“ მეორე ნაწილით გაგრძელდება. ფილმის მეორე ნაწილს, სადაც კურტ რასელს სანტას, ხოლო გოლდი ჰოუნი მისის სანტას როლს ასრულებს, კრის კოლამბუსის გადაიღებს. ის ცნობილი ფილმის „მარტო სახლში“ დამდგმელი რეჟისორია. ფილმის გაგრძელების შესახებ საზოგადოებას თავად გოლდი ჰოუნმა შეატყობინა და სოციალურ ქსელში ახალი ფილმის პირველი პოსტერი გამოაქვეყნა.
ცნობილია, რომ „საშობაო ქრონიკების“ მეორე ნაწილში კიმბერლი უილიმას-პეისლის, ჯუდ ლუისს, ჯაზირ ბრუნოსა და ჯულიან დენისნოსაც ვიხილავთ. ფილმი ეკრანებზე მომავალი წლის დეკემბერში გამოვა.