ლეგენდარული არტისტის, ჯგუფ Nirvana-ს ფრონტმენის, კურტ კობეინის ჯინსის შარვალი და სიგარეტის კოლოფი აუქციონზე ნახევარ მილიონ დოლარად გაიყიდა.
ეს გახლავთ „ლივაისის“ ჯინსის შარვალი, რომელიც არტისტს 1994 წელს, MTV Movie Awards-ის დაჯილდოებაზე ეცვა. ამავე შარვლით ის გამოჩნდა კლიპში Heart Shaped Box.
რაც შეეხება ფასებს, ჯინსის შარვალი 412 ათას დოლარად გაიყიდა, სიგარეტის, American Spirit-ის კოლოფი კი ფანმა 5 200 დოლარად შეიძინა.
კურტ კობეინის გიტარა აუქციონზე რეკორდულ თანხად გაიყიდა
კურტ კობეინის ლეგენდარული ჟაკეტი აუქციონზე 334 000 დოლარად გაიყიდა (ფოტო/ვიდეო)